პროექტის გუნდი
ქ-ნი ნინო ჩხობაძე (პროექტის დირექტორი) გახლავთ მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ეს მოძრაობა დაიწყო 1989 წ. ქ-ნი ნინო მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე (მინისტრი 1995-2004 წ.წ. და მინისტრის მოადგილე 1993-1995 წ.წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში). მან ფართო ცოდნა მოიპოვა გარემოსდაცვითი საკითხების მართვისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროებში. დროის ძირითადი ნაწილი მან დაუთმო რეფორმებსა და გარემოსდაცვითი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას საქართველოში, შემოიღო საზოგადოებრიობის მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაში და შესაძლებლობების განვითარება არაკომერციული გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის. მან წამოიწყო საერთაშორისო მნიშვნელობის ბევრი პროექტი და ღონისძიება, მონაწილეობა მიიღო მრავალ მისიაში, გამოსცა სტატიები და ნაშრომები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე. მისი ნაშრომები ძირითადად ეხებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. იგი მონაწილეობდა, როგორც საბჭოს წევრი და თავმჯდომარე მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომლებიც ეხებოდა საერთაშორისო კონვენციებს ("აარჰუსის" კონვენცია; კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის კიოტოს პროტოკოლი და სტოქჰოლმის კონვნეცია; OEჩD EAP 2002-2003 წ.წ., IV, V, VI პან-ევროპული გარემოსდაცვილი მინისტერიალ ევროპის გარემოს დაცვის პროცესის ფარგლებში, ასევე I, II, III, IV წყლის ფორუმები). მან წამოიწყო და ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის გარემოსდაცვითი სტრატეგიის შემუშავებასა და სრულყოფას. იგი გახლავთ საბჭოს წევრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრში. 2006 წ-დან იგი არის კავკასიისა და ცენტრალური აზიის გლობალური წყლის თანამშრომლობის თავმჯდომარე.
ქ-ნი მარიამ ქიმერიძე (პროექტის კოორდინატორი) გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი ბოტანიკაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. იგი მუშაობდა რამდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო პროექტში, მიიღო ფართო გამოცდილება გარემოსდაცვით მონიტორინგსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში. იგი იცნობს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და საუბრობს ოთხ ენაზე, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან პიროვნებას საექსპერტო გუნდის შიგნით და გარეთ კომუნიკაციებისათვის.
ქ-ნი ნინო სულხანიშვილი (პროექტის კოორდინატორი) მუშაობდა გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტად სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში 10 წლის მანძილზე, ასევე მიწის კადასტრისა და მიწათსარგებლობის სპეციალისტად თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დემარტამენტში 8 წლის მანძილზე. იგი მოღვაწეობდა, როგორც GIშ და მიწათსარგებლობის ექსპერტი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში. მან გამოცდილება მოაგროვა პროექტების მართვაშიც. მან მონაწილეობა მიიღო და გამოვიდა მოხსენებით რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარზე, რომელიც ეძღვნებოდა GIშ-ს, მიწათსარგებლობსა და გარემოსდაცვით მეცნიერებას თბილისში (საქართველო 1993-დღემდე), სტამბულში (თურქეთი 1999), ტრიესტში (იტალია 2002), ბუდაპეშტში (უნგრეთი 2003), შტუტგარტში (Gერმანია, 2004), მადრიდში (ესპანეთი, 2007), ჟენევაში (შვეიცარია, 2007-2008), დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები, 2007), ოსლოში (ნორვეგია, 2009), Bუენოს-აირესში (არგენტინა, 2009) და სხვ.
|
|
|