Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2018-05-20 შეხვედრა ქალაქ ბორჯომის მოსახლეობასთან

15 მაისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში წაღვერი და დვირი, გაიმართა შეხვედრა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ საკითხებზე, თანამედროვე მართვის სისტემებზე და მათ რეგიონში ამ ეტაპისთვის ამ არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა რეგიონში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შეგროვება, გატანა) პრობლემა მაინც არ არის საბოლოოდ მოგვარებული. აღინიშნა, რომ სეზონზე დამსვენებლების რაოდენობა დიდია და საჭიროა დამატებითი ურნების განთავსება.

დაწვრილებით

2018-05-02 დასუფთავების აქცია სიღნაღის მუნიციპალიტეტში

25 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადგილობრივი მთავრობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში სიღნაღში დასუფთავდა სოფლებში არსებული დაბინძურებული ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგელებმა. სულ 120-მდე ადგილობრივმა, რომლებმაც დაასუფთავეს 4 ჰა ფართობის ტერიტორია, აქციის ფარგლებში შეგროვდა 8 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-05-02 დასუფთავების აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადგილობრივი მთავრობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში გურჯაანში დასუფთავდა დიდების მემორიალი და სოფლებში არსებული დაბინძურებული ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგელებმა. სულ 140-მდე ადგილობრივმა, რომლებმაც დაასუფთავეს 7 ჰა ფართობის ტერიტორია, აქციის ფარგლებში შეგროვდა 12 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-27 დედამიწის დღე ასპინძის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ასპინძის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების და გამწვანების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქ ასპინძის ცენტრალური უბნები, სოფლების ოშორაში და ძველის ცენტრები, სოფელ დამალაში „კოხტას ციხესთან“ მისასვლელი გზა. დაახლოებით 3 ჰა ფართობის ტერიტორია შეგროვდა 15 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 60-მდე მოხალისემ, დაირგო 200-მდე ძირი ნერგი სხვასახვა ადგილას.

დაწვრილებით

2018-04-27 დედამიწის აქცია გორის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, გორის მერიის ორგანიზებით ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია. რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადგილობრივმა. აქციაში ორგანიზატორების გარდა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობისა და გორის მერიის ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებმა. აქციის ფარგლებში ქალაქში დასუფთავდა 4 შერჩეული ტერიტორია და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15-მდე ადგილი. მათ შორის: მშვიდობის გამზირი, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის, სამუსიკო სკოლის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, მიმდებარე ტერიტორიები.
გარდა დასუფთავების აქციისა, 22 აპრილს გორის მუნიციპალიტეტში მოეწყო გამწვანების აქცია, ასფალტზე ხატვის კონკურსი სახელწოდებით ,,დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი" და დოკუმენტური ფილმის "დედამიწის" ჩვენება.


დაწვრილებით

2018-04-27 დასუფთავების აქცია დმანისში

22 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, დმანისის მუნიპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა დმანისის ცენტრალური უბნები და მისი მიმდებარე ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლობით 70-მა მოხალისემ, დასუფთავდა 3 ჰა ფართობი, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-25 რეგიონალური შეხვედრა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში

2018 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა რეგიონალური შეხვედრა ქ. ზუგდიდში (სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-04-25 დედამიწის დღე ყვარელის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყვარელის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ყვარელის ცენტრალური უნბები და ნეკრესთან მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიები. დაახლეობით 5 ჰა ფართობი, აქციის მონაწლეების მიერ შეგროვდა 15 მ3. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 115-მა მოხალისემ.

დაწვრილებით

2018-04-25 დასუფთავების აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

23 აპრილს, „დედამიწის დღის კვირეულის“ აღსანიშნავად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 500-მა მოხალისემ, დასუფთავდა 17,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 12,5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-24 დედამიწის აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

„დედამიწის დღის კვირეულის“ აღსანიშნავად, 23 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 490-მა მოხალისემ, დასუფთავდა 12,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 8,7მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-24 დედამიწის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტში

"დედამიწის დღის კვირეულის" აღსანიშნავად, 24 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა
დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა

22 აპრილი, დედამიწის დღე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად მასშატაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა და ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოვიდა კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა 48 ადმინისტარიული ერთეულის ცენტრები და მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, მესხიას, კოსტავას და ჭავჭავაძის ქუჩები მიმდებარე ტერიტორიებით, ქალაქის მუზეუმისა და ე.წ. „სკეით პარკის“ მიმდებარე ტერიტორიები, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლები და ა .შ. სულ, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ დასუფთავების აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 15,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 190 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

22 აპრილს - დედამიწის დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დაუფთავდა ე. წ. "დათვების ტყე" სადაც განთავსდა 3 საინფორმაციო დაფა წარწერით „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“. აქციის მონაწილეების მიერ დასუფთავდა 3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ხაშურის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტში, „დედამიწის დღის“ აღსანიშანვად, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის მიერ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფ. ხცისთან, მდ. მტკვრის და მდ. სურამულას შესრთავის მიმდებარე ტერიტორია, აგრეთვე ცენტრალური მაგისტრალი. სულ 10000 კვმ. ფართობი. შეგროვდა 5.5 მ3 მოცულობის ნარჩენი, აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 55-მა მოხალისემ.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის დროს დასუფთავდა კვალითის დასახლებაში მდებარე შათირიშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები, სულ 2 ჰექტარი ფართობი, აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობის და ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სულ 200 მოხალისე. შეგროვდა 7 კუბური მეტრი ნარჩენი.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up