Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2022-02-15 მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020

15 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე ფარგლებში”, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც წარდგენილი იყო “მუნიციპალური ნარჩენების მართვის ანგარიში 2020”.
დაწვრილებით

2020-03-12 საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო-ს განცხადება

22 მარტს, წყლის საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (,,Keep Georgia Tidy”) ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ
საქართველოში, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხოვნობის გაზრდის და მოსალოდნელი ეპიდემიური საშიშროების გამო, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები უარს ვაცხადებთ 22 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩატარებაზე.
დაწვრილებით

2020-01-27 სუფთა რეგიონის დაჯილდოების ღონისძიება - 2019

ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბი“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.
კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მოტივირებული იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე, ამავე კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დასუფთავების აქციებში (ორგანიზებულში თუ თვითორგანიზებულში). „სუფთა რეგიონის“ კონკურსმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა წლებში კონკურსის ფარგლებში გაზრდილი ნომინაციების რიცხვი. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნემისმიერ მსურველს, კერძო პირსა თუ დაწესებულებას.
მიმდინარე წელს, „სუფთა რეგიონის“ კონკურსი 4-ედ ჩატარდა 8 ნომინაციაში (2015 -3 ნომინაცია, 2017 -5 ნომინაცია, 2018 წელს-7 ნომინაცია). კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო). კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

დაწვრილებით

2019-09-24 დასუფთავების აქცია ზუგდიდი მუნიციპალიტეტში



24 სექტემბერს, კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - საქართველოში მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრისა” და კეთილმოწყობის სამსახურის სამსაურების წარმომადგენლებმა. რომლებმაც დაასუფთვეს ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე მდინარე ჩხოუშიის კალაპოტის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი.
დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში, ორგანიზებულია ადგილობრივი მთავრობებისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ.
საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.



დაწვრილებით

2019-09-21 დასუფთვების აქცია ბოლნისში

კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური დასუფთავების აქციები მიმდინარეობს, რომელიც ტარდება „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის პარალელურად.
20 სექტემბერს, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე დასუფთავების აქციების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები ინიციატივით ჩატარდა დასუფთავებია აქცია სოფელ ქვემო ბოლნისის ჭალების ტერიტორიაზე.
აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა, შპს „კომუნალური მეურნეობა“ წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა.
აქციის მონაწიეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 1500 კვ. მ ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 1 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიირო 60-მდე მოხალისები.


დაწვრილებით

2019-09-20 20 სექტემბერს, საქართველოში კამპანიები „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (21 სექტემბერი) იწყება

20-22 სექტემბერს, კამპანიები „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (21 სექტემბერი) აღინიშნება. მსოფლიო კამპანიები საქართველოში პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში აღინიშნება დასუფთავების აქციებით, და ის თბილისში 20 სექტემბერს თბილისის ზღვის დასუფთავების აქციით დაიწყება.

კამპანია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან („დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ,საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“) ერთად. ასევე სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიმართულია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაზე და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ბიზნეს-სექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის მთავარი უფლება იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში.

დაწვრილებით

2019-09-20 დასუფთავების აქცია მცხეთაში

21 სექტემბერს, ქ. მცხეთაში მსოფლიოში მიმდინარე კამპანიების „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ აღსანიშნავად, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერისტორიასთან ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც საქართველოში ორგანიზებული იყო პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.
მსოფლიო კამპანიის აღნიშვნა საქართველოში 20 სექტემბერს, თბილისის ზღვის დასუფთავების აქციით დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მოიცავს 1000-მდე ადგილს, ქვეყნის მასშტაბით.
21 სექტემბერს, ჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მსახიობმა ნინო ონიანმა და მოხალისეებმა.

დაწვრილებით

2019-09-20 20 სექტემბერს - საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია დაიწყო

20 სექტმბერს, სტარტი აიღო საერთაშორისო კამპანიამ – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელსაც ამ დროისთვის მსოფლიოს 130-ე მეტი ქვეყანა უერთდება. მათ შორის საქართველო.
კამპანიის მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება გარემოს დასაცავად და დასუფთავების აქციებში მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა. კამპანიას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ის ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.

დაწვრილებით

2019-09-20 დასუფთავების აქცია აბაშაში

20 სექტემბერს, კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტში - საქართველოში მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სხვადასხვა საჯარო სამსახურებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. აქციის მონაწილეების მიერ დასუფთავდა ქალაქისა და სოფლების ცენტრები, სხვადასხვა საჯარო სამსახურების ეზოები და მისი მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია.
აქციის დროს მოხალისეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 25 ჰა ფართობი და შეგროვდა 23 მ3 მოცულობის ნარჩენი. მონაწილეობდა დაახლოებით 1800 მოხალისე.
დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში, ორგანიზებულია ადგილობრივი მთავრობებისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ.
საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.


დაწვრილებით

2019-06-06 მონაცემები არ არის

5 ივნისი, გარემოს დაცვის დღე აღინიშნა ქუთაისში სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთის სამმართველოს ინიციატივით და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მხარდაჭერით.
აქციის დროს მოხალისეების მიერ დასუფთავდა მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანამშრომლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, „წიგნების თაობის“ მოსწავლეებმა.
სულ მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოხალისემ. დასუფთავდა დაახლოებით 1,5 ჰა ტერიტორია და შეგროვდა 2 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2019-06-05 დასუფთავების აქცია ზუგდიდში


5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა დაუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მიიღო 2000-ზე მეტმა მოხალისემ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაღები, სკვერები, პარკები, ანაკლია-განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი.
აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლებმა. აქციაში ფართოდ ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობა.
გარდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიებისა, აქციის ფარგლებში, ააიპ ,, ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლებმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელშიც ასახულია გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაჩინო მასალები.

დაწვრილებით

2019-03-18 დასუფთავების აქცია გორში

17 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში (22 მარტი) საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზები ორგანიზებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში ქ. გორში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა გორში კომბინატის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის 0,7 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 25-მდე ახალგაზრდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. 2019 წლის წყლის რესურსების დაცვის დღის ლოზუნგია: „არავინ დარჩება მიღმა“.
დაუსფთავების ჩატარდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა“ ადგილობრივი კოორდინატორის დახმარებით.


დაწვრილებით

2019-01-18 კონკურსის „სუფთა რეგიონი“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოში „თამარ მეფის“ დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომისიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

დაწვრილებით

2018-12-24 ტრენინგები ქ.თბილისში, ქ.მცხეთაში, ქ.ლანჩხუთსა და ქ.ბათუმში

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, 2018 წლის დეკემბრის თვეში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, თბილისში, მცხეთაში, ბათუმსა და ლანჩხუთში, საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სკოლებში არსებული ვადაგასული ქიმიური ნარჩენების/რეაქტივების უტილიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობა“.
დაწვრილებით

2018-12-19 შეხვედრა პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის მხარეში

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თანამშრომლობით, 19 დეკემბერს 2018 წლის შედგა შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზატორების მხრიდან საუბარი იყო ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში და არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის ხუთწლიან სამოქმედო გეგმებზე და დაგეგმილი 2019 წლის თებერვლიდან ნარჩენის განცალკევებული (სეპარირებული) შეგროვების პრობლემებშე. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურებმა აღნიშნეს რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის უკანონოთ დაყრილი ნაგავზე კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარება. ითქვა, რომ რეგიონში მწვავედ დგას პრობლემა მდინარეების ნარჩენებით დაბინძურების და აგრეთვე სამშენებლო ნარჩენის განთავსების.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up