Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2017-10-20 შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან

19 ოქტომბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ჭალადიდში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტით ჩატარებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა წინადადებები. მოსახლეობას სურვილი აქვს, რომ სოფელში დაყენდეს ბიოგაზის და მზის ენერგიის მოწყობილობები, მოწესრიგდეს სასმელი წყლის ხარისხი და გაკეთდეს ახალი წყალსადენი. დღემდე პრობლემად რჩება სოფლიდან ნაგვის გატანა, რადგან მოუწესრიგებელია გზა, რის გამოც ნაგავმზიდი ვერ შედის სოფელში. აღინიშნა, რომ ხშირადაა მდ რიონი პლასტმასის ბოთლებით დაბინძურებული და ა.შ. ადგილობრივებმა გამოხატეს მზადყოფნა კომპოსტირების მეთოდის დასანერგად. შეხვედრას ესწრებოდა 22 ადგილობრივი.

დაწვრილებით

2017-10-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები კახეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის თელავის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქციები კახეთის რეგიონში

საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებითა და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერით ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.

გურჯაანი
15 სექტემბერი - დასუფთავების აქცია ჩატარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლების და ადგილობრივი მოხალისეების მიერ. დასუფთავდა დიდების მემორიალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავდა სოფლის ცენტრალური უბნები. სულ მონაწილობა მიიღო 400-მდე ადამიანმa, დასუფთვდა 3 ჰა ფართობი, ჯამში შეგროვდა 9 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქციების აჭარაში

აჭარაში, დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.

ბათუმი
16 სექტემბერს, ბათუმში ორგანიზატორების და მოხალისეების მიერ (80 ადამიანი) დასუფთავებული იქნა მდ. ბარცხანას და შავი ზღვის შესართავები თავისი მიმდებარე ტერიტორიებით, დაახლოებით 5ჰა, შეგროვდა 4 მ3 ნარჩენი.

ქედა
15 სექტემბერს, ქედაში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე მოხალისემ. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები დაახლოებით 20ჰა ფართობი, შეგროვეს 12 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-09-30 „დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია“ მცხეთაში

საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მუხრანი, წეროვანი,ბიწმენდი, გალავანი) ა/წ 15-16 სექტემბერს ჩატარდა დასუფთავების აქციები. აქციის მონაწილეებმა (ჯამში 160 ადამიანი) დაასუფთავეს ქალაქის და სოფლების ცენტრები, გზების მიმდებარე ტერიტორიები, სკოლების და საბავშვო ბაღების გარემო ადგილები. სულ აქციის დროს დასუფთავდა 5ჰა ფართობი და შეგროვდა 4მ3 (1 მ3 ქალაქში და 3 მ3 სოფლებში) ნარჩენი.
დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქცია გარდაბანში

15 სექტემბერს, გარადბანში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია და მასში მონაწილეობდა 40 ადგილობრივი მოსახლე. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით 2 ჰა ტერიტორია და შეაგროვეს 1 მ3 ნარჩენი.


დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქცია ახალქალაქში

ა/წ 19 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ხელმძღვანელობისა და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, ახალქალაქში დასუფთავდა დასვენების ტერიტორია ე.წ. ,,ტაშკანკა“ (1 ჰა-ზე 10 მ3 ნარჩენი), სასაფლაოსკენ მისასვლელი გზა (2 ჰა-ზე 5 მ3 ნარჩენი) და ქალაქის სამი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები ( 1,5 ჰა ფართობზე შეგროვდა 5 მ3 ნარჩენი). დასუფთავების აქციებში მონაწილეობდა 150 ადამიანი.

დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, ქალაქ ამბროლაურში, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია ‘დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში დასუფთავდა 4 ჰა ფართობი, შეგროვდა 3მ3 ნარჩენი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 60 ადგილობრივმა მოსახლემ.
დასუფთავების აქცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

დაწვრილებით

2017-09-30 დასუფთავების აქცია ონის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა. აქციის ფარგლებში მოხალისეების მიერ დასუფთვდა ქალაქის ტერიტორია (2 ჰა ფართობი) და შეგროვდა 2,5 მ3 ნარჩენი. მონაწილეობა მიიღო 40 ადამიანმა.


კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


დაწვრილებით

2017-09-30 „დავასუფთოთ მსოფლიო კამპანია“ ხონის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ცენტრალური საავადმყოფოს, ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობი, შეგროვდა 1 3 მ3 ნარჩენი, მონაწილეობდა 120 ადაამიანი.

დაწვრილებით

2017-09-29 დასუფთავების აქცია ასპინძაში

ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ასპინძის კოორდინატორის ორგანიზებით, 15 სექტემბერს ჩატარდა დასუფთავების აქციები ვარძიის, წუნდის ტბის და რაიონის შემოსასვლელ-გასასვლელ ტერიტორიებზე. აქციებში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, სულ 60 ადამიანი. დასუფთავდა 10 ჰა ფართობის ტერიტორიაზე შეგროვდა 12-13 მ3 ნარჩენი.


დაწვრილებით

2017-09-29 დასუფთავების აქცია გორში

16 სექტემბერს, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა დასუფთავების აქციები. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩნენ სოფ. ქერეს ახალგაზრდები (30 კაცი), რომელთა აქტიურობით დასუფთავდა 0,3 ჰა ფართობი სოფლის მიმდებარე ტერიტორია და შეგროვდა 0,5 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა გორის ნაგავსაყრელზე.
ასევე დასუფთავდა საზღვრისპირა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია (0,15 ჰა) და შეგროვდა 0,4 მ3 ნარჩენი. ეკლესიის ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობდა 40 ადამიანი.

დაწვრილებით

2017-09-28 მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 25 სექტემბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. მცხეთაში ჩაატარა მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-09-27 ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ახალციხეში

ა/წ 15 სექტემბერს, „დავასუფთათ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა ორგანიზებული დასუფთავების აქციები, სადაც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 180-მა ადგილობრივი მოსახლემ. საერთო ძალისხმევით დასუფთავდა ცენტრალური გზის, სკოლების და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. სულ 3ჰა ფართობი. შეგროვდა 12მ3 ნარჩენი.
დაწვრილებით

2017-09-25 „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო!“

საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერით ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.

15 სექტემბერს, ზუგდიდში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიაში ჩაერთო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 48 ტერიტორიული ცენტრი, ასევე ანაკლია - განმუხურის ზღვისპირა ზოლი, გულუას პარკი, ცენტრალური ხეივანი, ბოტანიკური ბაღი, ჩხოუშის სანაპირო, 1200 ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ეზო. სულ დაახლოებით 123 ჰა ფართობის ტერიტორია. შეგროვდა 107 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 2550-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up