Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2012-07-18 საინფორმაციო- სამუშაო შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

2012 წლის 18 ივლის ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით

2012-07-18 საინფორმაციო- სამუშაო შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

2012 წლის 18 ივლის დმანისის მუნიციპალიტეტში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებთან ჩატარდა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით

2012-07-12 რეგიონალური სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 11 ივლისს ქალაქ ბათუმში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური სემინარი რომელსაც ესწრებოდენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამართველოს უფროსის მოადგილე კობა ზაქარაია,
ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ბატონი ჯემალ ანანიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაწვრილებით

2012-07-11 სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 9-10 ივლისს აჭარის რეგიონში, კერძოდ, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, ჩატარდა სემინარი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, დასუფთავების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის, ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით

2012-07-10 საზოგადოებრივი შეხვედრა

2012 წლის 9 ივლისს ქალაქ ბათუმში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრი მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
დაწვრილებით

2012-06-26 რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 26 ივნისს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ქ. ზუგდიდში ჩატარდა რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ ზუგდიდი, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის, სენაკის, ხობის და მარტვილის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2012-06-23 დასუფთავების აქცია ქ. ჭიათურაში

2012 წლის 23 ივნისს ქ. ჭიათურაში“დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდა 12 მოხალისე ახალგაზრდა. აქციის დროს სხვადასხვა სახის ნარჩენების, პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკებისგან დასუფთავდა ე.წ. გედების ტბის მიმდებარე 1,5 ჰა ფართობი და შეგროვდა 3 კუბ.მეტრი ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა არსებულ ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2012-06-21 მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრობლემები შიდა ქართლში

2012 წლის 21 ივნისს ქ. გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ N7) გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: გარემოს ნარჩენებით დაბინძურების და ნარჩენების მართვის პრობლემა შიდა ქართლში. შეხვედრაში მონაწილეობნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, მედიისა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ მენეჯერი ქ–ნი ნინო ჩხობაძე.
დაწვრილებით

2012-06-20 რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 20 ივნისს გურიის რეგიონში ქ. ოზურგეთში ჩატარდა რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურისვ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2012-06-17 დასუფთავების აქცია სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში

2012 წლის 17 ივნის სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გერგერთში, გერგეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე "დავასუფთაოთ საქართველოს" კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტების 20 კაციანი ჯგუფი და ადგილობრივი გარემოსდაცვის რეინჯერების სამსახურის 4 წარმომადგენელი, აქციის ატარებდა საინფორმაციო და სადემონსტრაციო ხასიათს საქართველოში მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. აქციის მსვლელობის დროს დასუფთვდა ტურისტული ბილიკები.
დაწვრილებით

2012-06-16 დასუფთავების აქცია ქ. ყვარელში

2012 წლის 16 ივნისს ქ. ყვარელში “დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია ილიას ტბაზე, რომელიც საშინლად დაბინძურებული იყო წინა დღეს, კახეთის რეგიონისთვის, ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიების შედეგად. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლის 25 მოსწავლე და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. აქციის დროს სხვადასხვა სახის ნარჩენების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან დასუფთავდა არამარტო ტბის მიმდებარე ტერიტორია, არამედ თვითონ ტბაც. სულ დასუფთავდა 6 ჰა ფართობი და შეგროვდა 10 კუბ.მეტრი ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა არსებულ ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2012-06-05 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა: დასუფთავების აქცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

2012 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში “დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობის და ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის 20 წარმომადგენელი. აქციის დროს სხვადასხვა სახის ნარჩენების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან დასუფთავდა ზესტაფონი–ხაშურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ზესტაფონი–შროშის 20 კმ–იანი მონაკვეთის გასწვრივ 4 ჰა ფართობი და შეგროვდა 3 კუბ.მეტრი ნარჩენი, რომელიც ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა არსებულ ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2012-06-02 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისს მტკვრის დაცვის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო’’ და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"- ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაცია „წყლის გლობალურ პარტნიორობასთან-საქართველო” სთან ერთად, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" - ფარგლებში ჩატარდა მტკვრის სანაპიროს ზოლის დასუფთვების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთნ ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, მოხალისეები.
დაწვრილებით

2012-05-23 რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 23 მაისს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ქ. სტეფანწმინდაში ჩატარდა რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2012-05-23 სპონტანური დასუფთავების აქცია მლეთაში

2012 წლის 23 მაისს პროექტის სამუშაო ჯგუფი მივემგზავრებოდით სტეფანწმინდაში მყარი საყოფაცხოვრებიო ნარჩენების შესახებ რეგიონული შეხვედრა/სემინარის და დასუფთავების აქციის ჩატარების მიზნით. მლეთაში წყაროსთან შევამჩნიეთ მიმოფანტული დიდი რაოდენობით „ნაგავი“ და სპონტანურად გადავწყვიტეთ დაგვესუფთავებინა დაბინძურებული ტერიტორია და ამით სხვა მგზავრებისთვის და იქვე მოვაჭრე ადამიანებისთვის მაგალითი ...
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up