Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2018-02-12 რეგიონალური შეხვედრა მცხეთა - მთიანეთის რეგიონი

2018 წლის 9 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. მცხეთაში (მცხეთ - მთიანეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-02-05 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში

2018 წლის 30 და 31 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები შიდა ქართლისა (გორი) და ქვემო ქართლის (რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-01-31 რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში

2018 წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. გორში (შიდა ქართლის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

დაწვრილებით

2018-01-24 „სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო” ნაწილი II

ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება დანარჩენების მართვა“ გამოსცა „სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო“ ნაწილი II. სახელმძღვანელო მომზადებულია პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელშიც ასახულია საქართველოში უკონტროლოდ მიტოვებული ქლორის რეზერვუარებით გამოწვეული რისკი და მათი შემდგომი უსაფრთხო განთავსების გზები.

დაწვრილებით

2018-01-24 რეგიონალური შეხვედრა კახეთის რეგიონში

2018 წლის 18 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა რიგით მესამე რეგიონალური შეხვედრა ქ. თელავში (კახეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად კახეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-01-23 დასუფთავების აქცია ბოლნისში

23 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 0,8 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ და 1 მასწვლებელმა.


დაწვრილებით

2018-01-09 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები გურიის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2018-01-09 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები თიანეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 13 და 19 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები თიანეთისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-01-08 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები აჭარაში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის მუნიციპალიტეტებში, ბათუმის მერიაში, სადაც გამოიკვეთა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-12-18 რეგიონალური შეხვედრა გურიის რეგიონი „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“

2017 წლის 11 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა რიგით მეორე რეგიონალური შეხვედრა ქ.ოზურგეთში (გურიის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად გურიის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-12-15 დასუფთავების აქცია ბოლნისში

15 დეკემბერს, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
აქციის დროს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარედ სულხან–საბა ორბელიანის ქუჩა. დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 1,5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 20 მოსწავლემ და 1 პედაგოგმა.

დაწვრილებით

2017-12-13 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები იმერეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხონის, ვანის, ხარაგაულის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, ქუთაისის მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-12-12 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ნინოწმინდის, ახალქალაქის, კასპის, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 1, 7, 8 და 11 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ნინოწმინდის, ახალქალაქის, კასპის, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მედიის წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-12-11 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის, სენაკის, მესტიის მუნიციპალიტეტებში, ფოთის მერიაში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-12-08 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up