Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2014-03-26 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 26 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2014-03-26 შეხვედრა ბოდბისხევის მოსახლეობასთან

26 მარტს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) მიმდინარეობის ფარგლებში, შედგა შეხვედა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
დაწვრილებით

2014-03-26 შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან

26 მარტს, წნორში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) მიმდინარეობის ფარგლებში, შედგა შეხვედა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
დაწვრილებით

2014-03-25 შეხვედრა გურჯანიის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მოსახლეობასთან

25 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, შედგა შეხვედრა სოფლის რწმუნებულთან და ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლებთან, რომლსაც ასევე, ესწრებოდნენ მიმდებარე სოფლების რწმუნებულები. სულ 20 დაინტერესებული პირი.
დაწვრილებით

2014-03-25 შეხვედრა სოფელ ჩალაუბნის მოსახლეობასთან

25 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სოფლის რწმუნებული და რაიონის გამგებელი. სულ 15 ადგილობრივი მოსახლე.
დაწვრილებით

2014-03-25 დასუფთავების აქცია გურიაში

22 აპრილის წყლის დაცვის დღეს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის გურიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და გურიის გუბერნატორის, ბ-ნი გიორგი ჩხაიძის დახმარებით, ჩატარდა დასუფთავების აქცია გურიის რეგიონში. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა. გამგებლების დახმარებით შედგა შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან. სამომავლოდ, დაიგეგმა სოფლებში დასუფთავების აქციები.
დაწვრილებით

2014-03-24 დასუფთავების აქცია სოფელ ფუთში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს, სოფელ ფუთში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის დროსაც დასუფთავდა სოფელ ფუთის შესასვლელი, პატარა ღელეს ე.წ. ფუთურას ნაპირები. დასუფთავების აქციაში ორგანიზატორთან ერთად მონაწილეობდა სოფლის საჯარო სკოლის 10 მოსწავლე.
დაწვრილებით

2014-03-24 დასუფთავების აქცია ყვარელში

22 მარტს, წყლის რესურსების დღეს, ყვარელში ჩატარდა დასუფთავების აქცია ,,ლურჯი ნაკადული", რომლის ფარგლებშიც დასუფთვდა გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრისა და მდინარე ბოლიას მიმდებარე ტერიოტორიები, დაახლოებით 1.5 ჰა.
დაწვრილებით

2014-03-24 დასუფთავების აქცია სენაკში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მონაწილობა მიიღეს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური წარმომადგენლობის ინიციატივით ჩამოყალიბებული „ეკოკლუბის“ წევრებმა, რომელშიც გაწევრიანებული არიან სენაკის საჯარო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეები. აქციის დროს დასუფთავდა მდინარების ცივი და ზანაძგას სანაპირო ზოლები, აქცია ჩატარდა კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში.
დაწვრილებით

2014-03-23 დასუფთავების აქცია აჭარაში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მწვანეთა მოძრაობის ბათუმის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II) ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა მდინარე ჭოროხის დელტა.
დაწვრილებით

2014-03-23 დასუფთავების აქცია ქუთისში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს „ქუთისის მწვანეების“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოხალისეებმა. სულ 120-მდე ადამიანმა.
დაწვრილებით

2014-03-23 დასუფთავების აქცია ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მესტიის მუნიციპალიტეტებში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დასუფთავების აქციები. რომლის დროსაც გაიწმინდა მდინარე ენგურის, ჩხოუშის, ჯუმის, მუხურის, ცხენისწყლის კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიები. გაიწმინდა წყლის საწრეტი არხები, ანაკლიის და განმუხურის ზღვის სანაპირო. დასუფთავების აქციაში მონაწილობა მიიღეს ადგილობრივი სახელმწიფო სამსახურების, ძალოვანი სტრუქტურებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა.
დაწვრილებით

2014-03-23 დასუფთავების აქცია მცხეთაში

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებითა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის ხელშეწყობით, მცხეთაში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის დროსაც დასუფთავდა ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორია.
დაწვრილებით

2014-03-23 წყლის დაცვის საერთაშოსირო დღე ხონში

21-22 მარტის წყლის დაცვის დღეს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის ხონის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქციები. 21 მარტს, დასუფთავდა სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერი და სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი. მონაწილეობა მიიღო 30 ადამიანმა. გაიწმინდა 1,5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 0,5 მ3 ნარჩენი.
დაწვრილებით

2014-03-22 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 21 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up