Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2014-09-14 დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო! "ნუ დაანაგვიაბ ნარჩენებით-იზრუნე გარემოზე" ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა... კახეთი

ზოგიერთი ორგანიზებული დასუთავების აქციების ადგილმდებარეობა კახეთის რეგიონში
19 სექტემბერი

თელავის მუნიციპალიტეტი
აქცის დაიწყება 12:00
დასუფთავდება თელავის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის შიდა და მიმდებარე ტერიტორიები
კოორდინატორი ბატონი ნუგზარ გაბუნია (ტელ: 597 196 465)

ახმეტის მუნიციპალიტეტი
აქცის დაიწყება 12:00
ახმეტის მუნიციპალიტეტის
21 სკოლა შიდა და მიმდებარე ტერიტორიები,
კოორდინატორი ბატონი ნუგზარ გაბუნია (ტელ: 597 196 465)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
აქცის დაიწყება 12:00
სახეელმწიფო საზღვარის მიმდებარე ტერიტორია
კოორდინატორი ბატონი თორნიკე მაჭარაშვილი (ტელ: 577 270 773)

დეთოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
აქციის დაიწყება 10:00
ხორნაბუჯის ციხის შემოგარენი, არწივის ხეობა
კოორდინატორი ქალბატონი ირმა რობიტაშვილი (ტელ: 558 980 252)

ყვარელის მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 10:00
აქციები იმარტება ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში
კოორდინატორი ქალბატონი ნინო ნაზარაშვილი

20 სექტემბერი დასაწყისი 11:00
ქ.თელავი
•დასუფთავდება ქეთევან წამებულისა და გივი ჩოხელის სანაპიროები,
•სახელმწიფო თეატრის ტერიტორია,
•გვირაბის კიბეები,
•ყადორის ბაღი,
•გიგოს გორა,
•ძველი გალავნის ტერიტორია,
•საავადმყოფოს ტერიტორია,
•ბაზრის და ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიები,
•აჩინებულის უბანი,
•თელავის შემოსასვლელები, შალაურის, კურდღელაურისა და ვარდისუბნის მხრიდან,
•უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია,
•ერეკლესა და ახალი ბაღები
•ჭადრის და ბატონის წყლის მიმდბარე ტერიტორიები
•თელავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატორი ბატონი ნუგზარ გაბუნია (ტელ: 597 196 465)

თელავის მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 11:00
დასუფთავების აქციები თელავის მუნიცოიპალიტეტის 22 სოფეში
კოორდინატორი ბატონი ნუგზარ გაბუნია (ტელ: 597 196 465)

ახმეტის მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 10:00
დასუფთავების აქციები გაიმართება
•ქახმეტის ცენტრი,
•ქალქაის შესასვლელები, მატნის, თიანეთის და ალვნის მხრიდან,
•ბაზრის მიმდებარე ტერიტორია,
•თუშეთის სოფლები
სულ დასუფთავდება 22 სოფელი
კოორდინატორი ბატონი ნუგზარ გაბუნია (ტელ: 597 196 465)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 11:00
დასუფთავების აქციები გაიმართება:
სოფ ლელიანი-აფენი
სოფ ბაისუბანი -კართუბანი
სოფ ჰერეთის კარი, ჭიაური და ვარდისუბანი
კოორდინატორი ბატონი თორნიკე მაჭარაშვილი (ტელ: 577 270 773)

ყვარელის მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 11:00
დასუფთავების აქციები გრძელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელში
კოორდინატორი ნინო ნაზრიშვილი

დეთოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
აქციის დაწყების დრო 10:00
•სოფ.სამრეკლო–ანძის ტერიტორია, სასაფლაოები და მისი მიმდებარე ტერიტორიები
•სოფ.ები: არბოშიკი, გამარჯვება, მიზაანი,ოზაანი, მაჩხაანი, ზ/ქედი,ვ.ქედი,არხილო, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო
კოორდინატორი ქალბატონი ირმა რობიტაშვილი (ტელ: 558 980 252).

დაწვრილებით

2014-09-13 -

მოგიწოდებთ ყველას...

დაუთმეთ სექტემბრის სამი დღე (19-20-21) ქვეყნის დასუფთავებას, შეუერთდით საერთაშორისო აქციას და გამოუცხადეთ სოლიდარობა მსოფლიოს.
ჩაერთეთ თავად... დააინტერესეთ ახლობლები... გამოიჩინეთ ინიციატივა...
შეეხმიანეთ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ თანამშრომლებს. გამოდით ერთად და საერთო ძალისხმევით დავასუფთაოთ ქუჩა, უბანი, სოფელი, ქალაქი.. მთელი ქვეყანა, რათა მივცეთ საკუთარ თავს იმის შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში.
ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე... შევკრიბოთ თანამოაზრეები..…………
შემოგვიერთდით
ერთად ვიზრუნოთ შვილების მომავალზე!
მოგმართავთ მთელ საზოგადოებას... შემოგვიერთდით თავად და ჩართეთ თქვენი ახლობლები დასუფთავების აქციებში.
ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაკისრია პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე


დავასუფთაოთ საქართველო!!!

დაწვრილებით

2014-09-10 დასუფთავების აქცია თერჯოლის მუნიციპლიტეტში

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატრადა დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2014-09-05 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. ბათუმისა და ქუთაისის მერიებში, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთის, წყალტუბოს, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 18-22 აგვისტოს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ქ. ბათუმისა და ქუთაისის მერიებში, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის, ქობულეთის, წყალტუბოს, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ ქ. ბათუმისა და ქუთაისის მერიების, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2014-09-03 გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია ნარჩენების გადამუშავების შესახებ ბათუმში


2014 წლის 29 აგვისტოს, ქ. ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის EcoVision/ეკოხედვას ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ და ფესტივალის „არტ აქტივი 2014“ ფარგლებში, გაიმართა გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით და ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პოპულარიზაცია, კერძოდ მაკულატურისა და პლასტმასის. აქციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლემ.

დაწვრილებით

2014-08-25 ინფორმაცია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 6 აგვისტოს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ ოზურგეთის მერიის, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2014-07-28 მედია სემინარი დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ნარჩენების მართვის საკითხებზე

25-26 ივლისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II) მიმდინარეობის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა“.

დაწვრილებით

2014-07-24 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 21-22 ივლისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2014-07-07 მედია სემინარი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ნარჩენების მართვის საკითხებზე

3-4 ივლისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II) მიმდინარეობის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები“.
დაწვრილებით

2014-06-24 დასუფთავების აქცია გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე

22 ივნისს, გორში გორის ციხის მიმდებარედ, ცხრა ძმის სახელობის მემორიალთან ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ გორის ახალგაზრდული ორგანიზაცია "დროა"-ს წევრები, სულ 15 აქტივისტი. შეწგროვდა 18 ტომარა საყოფაცხოვრებო ნარჩენი, დასუფთავდა დაახლოვებით 4000-4500 მ2 ფართობი. ნარჩენები განთავსდა გორის ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2014-06-18 დასუფთავების აქცია მესტიაში

13 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ,,დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში მოაწყო დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ა(ა)იპ ,,მესტიის დასუფთავებისა" და გარე განათების სამსახური წარმომადგენლებმა, რომელთაც უზრუნველყვეს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება. აქციის დროს დასუფთავდა თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის ტერიტორია. აქციაში მონაწილოება მიიღო 30 მოხალისემ.
დაწვრილებით

2014-06-18 გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია ნარჩენების გადამუშავების შესახებ

2014 წლის 12 ივნისს, ქ. თბილისში, დიღმის ტყე-პარკში, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის EcoVision/ეკოხედვას ორგანიზებით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის აღსანიშნავად, გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით და ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პოპულარიზაცია, კერძოდ მაკულატურისა და პლასტმასის. აქცია გაიმართა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის 12 საჯარო სკოლის 150-მა მოსწავლემ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, პარლამენტისა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები.


დაწვრილებით

2014-06-15 დასუფთავების აქცია გორში

13 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, გორში ჩატარდა დასუფთვების აქცია. აქციის დროს დასუფთვდა გორის შემოსასვლელი გზის მონაკვეთი წმინდაწყლის მხრიდან და ცხინვალის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში მონაწილობა მიიღო 20 მოხალისემ.
დაწვრილებით

2014-06-13 გარემოს დაცვის კვირეული საჩხერის მუნიციპალიტეტში

5 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, გარემოს დაცვის დღისა და „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის მიმდინარეობს ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდა დასუფთავების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დასუფთავდა 12 ჰა ფართობის ტერიტორია.
დაწვრილებით

2014-06-11 დასუფთავების აქცია სოფელ ივანდიდში

11 ინვისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის ხონის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის ეზოს ტერირორია, დააახლეობით 0,5 ჰა ფართობი. აქციაში მონაწილეობა მიიღო 20 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, შეგროვდა დაახლოებით 0,3 მ3 ნარჩენი.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up