Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2018-03-15 რეგიონალური შეხვედრა იმერეთის რეგიონი

2018 წლის 13 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. ქუთაისში (იმერეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად იმერეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-03-05 შეხვედრა კომპანიასთან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“


2018 წლის 2 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წარმომადგენლებთან.

დაწვრილებით

2018-03-05 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ხაშურის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში

2018 წლის 20 თებერვალსა და 2 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ხაშურის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების, საკრებულოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-03-03 შეხვედრა ანანურის მოსახლეობათან

28 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით ანანურში და დაბა ფასანაურში შედგა შეხვედრები ნარჩენების მართვის საკითხებზე. შეხვედრები ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში და მისი მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო ნარჩენების სეპარირების და კომპოსტირების მეთოდის დანერგვის ხელშეწყობაზე.
დაწვრილებით

2018-02-28 შეხვედრა სოფლების ჯუგაანისა და ტიბაანის მოსახლეობასთან

23 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯუგაანი და ტიბაანი შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო უცხო ქვეყნების მაგალითებზე, სადაც ნარჩენების მართვის კუთხით უკვე არსებობს წარმატებები, რომელიც გარკვეულ წილად მიიღწია საზოგადოების აქტიურ ჩართულობითა და თანამშრომლობით ადგილობრივ მთავრობებთან.

დაწვრილებით

2018-02-28 შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

27 თებერვალს, ლაგოდეხის მუნციპალიტეტის სოფელ ლელიანსა და სოფელ ჰერეთის კარში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივებს მიეღოთ ინფორმაცია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ამ მხრივ, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ასევე ნარჩენების მართვის მხრივ, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

დაწვრილებით

2018-02-27 შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

22 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვეჯინი და ძირკოკი შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულეების შესრულებაზე. საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

დაწვრილებით

2018-02-27 შეხვედრა სოფლების ჯუგაანისა და ტიბაანის მოსახლეობასთან

23 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯუგაანი და ტიბაანი შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო უცხო ქვეყნების მაგალითებზე, სადაც ნარჩენების მართვის კუთხით უკვე არსებობს წარმატებები, რომელიც გარკვეულ წილად მიიღწია საზოგადოების აქტიურ ჩართულობითა და თანამშრომლობით ადგილობრივ მთავრობებთან.

დაწვრილებით

2018-02-26 რეგიონალური შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში

2018 წლის 22 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ქვემო ქართლის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-02-26 შეხვედრა სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში

21 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში, კერძოდ მათ თემში არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მათ სოფელში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არ ხდება ნარჩენების გატანა, რის გამოც, უწევთ ნარჩენების დაწვა, დამარხვა ან მდინარეში ჩაყრა. ადგილობრივები ითხოვს დახმარებას რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის მხრიდან. შეხვედრას ესწრებოდა ფახულანის თემის 16 ადგილობრივი წარმომადგენელი და ის ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

დაწვრილებით

2018-02-22 შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო მაჩხაანი და არბოშიკა შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულეების შესრულებაზე. საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

დაწვრილებით

2018-02-20 შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები ნარჩენების მართვის საკითხებზე. მორიგი შეხვედრა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შედგა 19 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟვას მოსახლეობასთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ და მონაწილეებს საშუალება ქონდა გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

დაწვრილებით

2018-02-16 დასუფთავების აქცია თერჯოლაში

10 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობერები საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მონაწილეობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნ ბონდო სოფრომაძის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადგილობრივმა, რომელებმაც დასუფთავეს თერჯოლა - ქუთაისის საავტომობილო გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის ორივე ზოლი. თერჯოლა - ტყიბულის საავტომობილო გზის 18 კილომეტრიანი უბნის, ასევე თერჯოლა - ჭიათურის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთების ორივე მხარე, თერჯოლაში შესასვლელი ავტობანის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ორივე მიმართულებით.

დაწვრილებით

2018-02-15 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში

2018 წლის 8 და 9 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა (ახალციხე) და კახეთის (თელავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-02-14 შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის მოსახლეობასთან

13 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუმიში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვის საკითხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და საუბარი იყო ევროპული ქვეყნების მაგალითებზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up