Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2015-04-23 დასუფთავების აქციები სამეგრელო ზემო-სვანეშთი

22 აპრილი, „დედამიწის დღე“ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.
22 აპრილს, რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებში მოეწყო კონფერენციები მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვით საკითხებზე, ჩატარდა დასუფთავების აქციები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით სპეციალურად 22 აპრილისთვის დამზადდა მაისურები, ქუდები და პლაკეტები.

დაწვრილებით

2015-04-22 22 აპრილი დედამიწის დღეა

22 აპრილს, დედამიწის დღეს, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია. რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს "JEEP CLUB GEORGIA"-ს წევრებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა.სულ 50 ადამიანმა, აქციის დროს შეგროვდა 2 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე
დაწვრილებით

2015-04-20 ტრენინგი ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 16 აპრილს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლაში და სოფელში.
დაწვრილებით

2015-03-30 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 26 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში (ქ. გორი), რომელსაც ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ქ. გორის მერის მოადგილე, ქ. გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, გორის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათი მოადგილეები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, მედიის და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-03-27 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 17 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-03-23 ტრენინგი საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 22 მარტს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, „ასოციაცია-ბიოს" თხოვნით ჩატარდა შეხვედრა 13 საჯარო სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.
დაწვრილებით

2015-03-23 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის დღეა!

22 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია, რომელშიც ორანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. შეგროვდა დაახლოებით 5 მ3 ნარჩენი რომელიც გატანილი იქნა შესაბამისი სამსაურის მიერ ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2015-03-19 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კახეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 13 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კახეთის რეგიონში (ქ. თელავი), რომელსაც ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ქ. თელავის მერის მოადგილეები, ქ. თელავის, ახმეტის, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, გამგებლების მოადგილეები, სამსახურების უფროსები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-03-18 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 11 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (ქ. მცხეთა), რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეები, ქ. მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ახალგორის, მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათი მოადგილეები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვa წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-03-18 კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში მომზადებული კლიპები

იხილეთ კლიპების ბმულები:

https://www.youtube.com/watch?v=LBgnI9AiCP4

https://www.youtube.com/watch?v=PptQiJr6y_k

https://www.youtube.com/watch?v=kulJXxGrc7s

https://www.youtube.com/watch?v=1iCypSqbIDQ
დაწვრილებით

2014-12-31 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. თბილისში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის” მიერ, 2014 წლის 30 დეკემბერს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ რომელსაც ესწრებოდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რაიონების გამგებლები, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, თბილისის საკრებულოს, შვედეთის საელჩოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2014-12-27 ტრენინგი თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2014 წლის 18, 22 და 23 დეკემბერს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები თბილისის ისანი-სამგორის რაიონის 22 საჯარო სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრების მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.
დაწვრილებით

2014-12-16 შეხვედრები ლანჩხუთის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2014 წლის 10-11 დეკემბერს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები ლანჩხუთის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან. შეხვედრების მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.
დაწვრილებით

2014-11-29 კონკურსი სუფთა რეგიონი

ა/წ 28 ნოემბერს, სასტუმრო ,,რედისონში“ გაიმართა პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში ,,სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
რეგიონებში რვა თვის განმავლობაში ჩატარებული დასუფთავების აქციების შედეგების შეჯამებით გამოვლინდა 2014 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

დაწვრილებით

2014-11-27 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის” მიერ, 2014 წლის 17 ნოემბერს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up