Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2015-09-03 18 სექტემბერს ,,დავასუფთაოთ საქართველო,, კამპანია იწყება

18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის.
დაწვრილებით

2015-07-02 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “ ინფორმაცია რუსთავისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული დარგვების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ და სსიპ „სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობიდან“ შესყიდული იქნა 1100 - მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები და 18-19 ივნისს განხორციელდა დარგვები რუსთავისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების მასწავლებლები, მოსახლეობა, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები. აქციის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და გადაეცათ წიგნები - „ ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“. მათ გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.
დაწვრილებით

2015-06-26 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია იმერეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 15 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა იმერეთის რეგიონში (ქუთაისი), რომელსაც ესწრებოდნენ იმერეთის რეგიონის გუბერნატორი, მისი მოადგილეები, ქუთაისის, ბაღდათის, თერჯოლის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ხონის, ვანის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები.
დაწვრილებით

2015-06-26 დასუფთავების აქცია სტიქიით დაზარებული ოჯახების ტერიტორიების დასუფთავებასთან დაკავშირებით

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს გორის რეგიონალური კოორდინატორის დახმარებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, გორის საკრებულოს, რაიონის ახალგაზრდული ფრთის – წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით, გორის რაიონის სოფელ წედისში, მოეწყო დასუფთავების აქცია სტიქიით დაზარალებული ოჯახების ტერიტორიების გაწმენდასთან დაკავშირებით. აქციაში მონაწილოება მიიღო დაახლოვებით 30–35 ადამიანმა.
დაწვრილებით

2015-06-25 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია აჭარაში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 12 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა აჭარაში (ქ. ბათუმი), რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, ქ. ბათუმის მერიის შ.პ.ს. „სანდასუფთავების“, ქედის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „კომუნალურსერვისის“ და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-18 პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა

2015 წლის 16 ივნისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, გაიმართა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" (II ფაზა) საგანმანათლებლო კომპონენტის შემაჯამებელი შეხვედრა.
დაწვრილებით

2015-06-11 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 9 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (ქ. ზუგდიდი), რომელსაც ესწრებოდნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მარტვილის, აბაშის, სენაკის, მესტიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებისა და გამგებლების მოადგილეები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-10 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 1 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; კავთისხევის, ქვემო ჭალის, კოდისწყაროს, ახალციხის, ზემო ხანდაკის, წინარეხის, ახალქალაქის, კავთისხევის, დოესის, ხოვლეს, თელიანის, ლამისყანის, ქვ. გომის, ოკამის, მეტეხის, სამთავისის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; კასპის გამგეობის სამსახურების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-09 გარემოს დაცვის დღე წალკის მუნიციპალიტეტში

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის გასასვლელთან არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი.
დაწვრილებით

2015-06-09 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 28 მაისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა საგრეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფ. ბადიაურის, პატარძეულის, თულარის, მანავის, ყანდაურის, იორმუღანლოს, ჩაილურის, ვერხვიანის, ლამბალოს, პატარა ჩაილურის, მზისგულის, ქ. საგარეჯოს, გიორგიწმინდის, ნინოწმინდის გამგებლის წარმომადგენლები; საგარეჯოს გამგეობისა და საკრებულოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-07 გარემოს დაცვის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სათემო ფონდი ეგრისი“ ანაკლისს სათემო ფონდ „ნეფასთან“ ერთად, ჩაატარეს ერთობლივი დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა ანალკიის ზღვის სანაპირო ზოლი, განმუხურის სკოლის ეზო და ცენტრის მიმდებაზე ტერიტორიები.
დაწვრილებით

2015-06-07 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის - „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“- პრეზენტაციის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 5 ივნისს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ მოეწყო ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის - „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“ - პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონსორციუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-06 დასუფთავების აქცია სოფელ ძევერაში

გარემოს დაცვის დღის ფარგლებში სოფელ ძევერაში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადილობრივების ინიციატივითა და მწვანეთა მოძრაობის ხელშეწყობით ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციების "ადამიანი, კანონი, თავისუფლება", "ახალგაზრდული საკრებულო" და "ლიდერთა ლიგის" წევრებმა, ახალგაზრდებმა. სულ 30 მოხალისემ. შეგროვებული ნარჩენები გატანილი იქნა ნაგასაყრელზე.
დაწვრილებით

2015-06-05 გარემოს დაცვის დღე

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ორგანიზებით, ჩატარდა დასუფთავების აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის ორივე მხარეს.
დაწვრილებით

2015-05-30 შეხვედრები ქ. თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან

2015 წლის 27, 28 და 29 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, თბილისის მერიის თხოვნით, გაიმართა შეხვედრები თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან, დირექტორებთან და მეთოდისტებთან.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up