Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2015-06-11 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 9 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (ქ. ზუგდიდი), რომელსაც ესწრებოდნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მარტვილის, აბაშის, სენაკის, მესტიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებისა და გამგებლების მოადგილეები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-10 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 1 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; კავთისხევის, ქვემო ჭალის, კოდისწყაროს, ახალციხის, ზემო ხანდაკის, წინარეხის, ახალქალაქის, კავთისხევის, დოესის, ხოვლეს, თელიანის, ლამისყანის, ქვ. გომის, ოკამის, მეტეხის, სამთავისის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; კასპის გამგეობის სამსახურების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-09 გარემოს დაცვის დღე წალკის მუნიციპალიტეტში

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, წალკის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქში მდებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის გასასვლელთან არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი.
დაწვრილებით

2015-06-09 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 28 მაისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა საგრეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფ. ბადიაურის, პატარძეულის, თულარის, მანავის, ყანდაურის, იორმუღანლოს, ჩაილურის, ვერხვიანის, ლამბალოს, პატარა ჩაილურის, მზისგულის, ქ. საგარეჯოს, გიორგიწმინდის, ნინოწმინდის გამგებლის წარმომადგენლები; საგარეჯოს გამგეობისა და საკრებულოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-07 გარემოს დაცვის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სათემო ფონდი ეგრისი“ ანაკლისს სათემო ფონდ „ნეფასთან“ ერთად, ჩაატარეს ერთობლივი დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა ანალკიის ზღვის სანაპირო ზოლი, განმუხურის სკოლის ეზო და ცენტრის მიმდებაზე ტერიტორიები.
დაწვრილებით

2015-06-07 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის - „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“- პრეზენტაციის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 5 ივნისს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ მოეწყო ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის - „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“ - პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონსორციუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-06-06 დასუფთავების აქცია სოფელ ძევერაში

გარემოს დაცვის დღის ფარგლებში სოფელ ძევერაში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადილობრივების ინიციატივითა და მწვანეთა მოძრაობის ხელშეწყობით ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციების "ადამიანი, კანონი, თავისუფლება", "ახალგაზრდული საკრებულო" და "ლიდერთა ლიგის" წევრებმა, ახალგაზრდებმა. სულ 30 მოხალისემ. შეგროვებული ნარჩენები გატანილი იქნა ნაგასაყრელზე.
დაწვრილებით

2015-06-05 გარემოს დაცვის დღე

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" ორგანიზებით, ჩატარდა დასუფთავების აქცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის ორივე მხარეს.
დაწვრილებით

2015-05-30 შეხვედრები ქ. თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან

2015 წლის 27, 28 და 29 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, თბილისის მერიის თხოვნით, გაიმართა შეხვედრები თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელებთან, დირექტორებთან და მეთოდისტებთან.
დაწვრილებით

2015-05-26 -დასუფთავების აქცია სოფელ ტყვიავში

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის გორის რეგიონალური კოორდინატორის ხელშეწყობითა და გორის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ტყვიავში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2015-05-25 საჯარო ლექცია კომპოსტირების შესახებ ქ. თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 22 მაისს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, მოეწყო საჯარო ლექცია ქ. თბილისის #139 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. ლექცია კომპოსტის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა ბატონმა ბესო კალანდაძემ ჩაატარა.
დაწვრილებით

2015-05-25 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “ ინფორმაცია გურიის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 22 მაისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა გურიის რეგიონში (ქ. ოზურგეთი), რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ოზურგეთის მერი, მისი მოადგილე, ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის გამგებელი, მისი მოადგილე, აგრეთვე რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-05-08 დედამიწის დღე ხაშურში

კამპანია „დავასუფთათ საქართველოს“ ფარგლებში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აპრილის თვეში ხაშურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქციები ჩატარდა. კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ქალაქის ცენტრალურ სკვერში ააიპ „სავანეს“ ინიციატივით დაირგო 765 ძირი ვარდი.
დაწვრილებით

2015-05-06 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 29 აპრილს, პროექტის- „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში (ქ. რუსთავი), რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, მისი მოადგილეები, ქ. რუსთავის მერი, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ბოლნისის, გარდაბნის, მარნეულის გამგებლები, მათი მოადგილეები და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-05-06 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. თბილისში ჩატარებული ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ ორგანიზებით, 2015 წლის 5 მაისს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბ-ნი გიგლა აგულაშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოში ქ-ნი მარტინა კვიკი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების ხელმძღვანელი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი; ბულგარეთის, ნიდერლანდების, იაპონიის საელჩოებისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები; იმერეთის გუბერნატორი; მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის გუბერნატორების, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები; მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი; კონსორციუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up