Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2015-12-01 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

2015 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, ქ. ამბროლაურის მერიის, აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-11-30 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ

2015 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრები ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-11-28 შეხვედრები აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანამშრომლობით კამპანია „დავასუთაოთ საქართველო“ ფარგლებში და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ორგანიზებით, შედგა შეხვედრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალისა (4 ნოემბერი) და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმურალოს (18 ნოემბერი), ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის (26 ნოემბერი) აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებთან, გარემოსდაცვის საკითხებზე, რომელთათვისაც სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ უზრუნველყოლი იყო თარგმანი.
დაწვრილებით

2015-10-21 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაციაგარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 21 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“-ის ფარგლებში, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“-ს მიერ, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - მოსახლეობის პასუხისმგებლობის ამაღლებას და ზოგადად საზოგადოების საშიში ნარჩენების (ქიმიკატები/ქლორი) არასწორი მართვისგან დაცვა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და რაიონის სოფლების გამგეობის წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-09-24 დასუფთავების აქცია ქარელის მუნიციპალიტეტში

19 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა ქარელის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია. სულ 15000 კვმ ფართობი. მონაწილეობა მიიღო 60 ადგილობრივმა, შეგროვდა 10 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დაწვრილებით

2015-09-24 დასუფთავების აქცია სენაკის მუნიციპალიტეტში

„დავასუფთაოთ საქართველო“ კამანიის ფარგლებში 18-19 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშეწყობით.
დაწვრილებით

2015-09-24 დასუფთავების აქცია ქალაქ რუსთავში

19 სექტემბერს, ქალაქ რუსთავში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მასშატაბური დასუფთავების აქცია რომელში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ქ. რუსთავის მერიის სამსახურების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტების, ააიპ ქ. რუსთავის კორპუსისა და ააიპ შშმპ ცენტრის თანამშრომლებმა.
დაწვრილებით

2015-09-24 „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია მარტვილის მუნიციპალიტეტში

პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების მონაწილობით ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა ცენტრალური ქუჩა, სკოლების, ასევე ძველი და ახალი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 500 ადამიანი. დასუფთავდა 200 ჰა ფართობი, შეგროვდა დაახლოებით 20 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2015-09-24 დავასუფთაოთ კასპი

18 სექტემბერს, კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის და კასპი-მეტეხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები. დაახლოებით 30000 კვმ ფართობი, შეგროვდა 18 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 350 ადამიანმა.
დაწვრილებით

2015-09-23 დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

„დავასუაფთაოთ“ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, აქციის დროს დასუფთავდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, 9 აპრილის სკვერი და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარე ტერიტორიები. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 15 ჰა ფართობი, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე. სულ მონაწილობა მიითო 700 ადგილობრივმა.
დაწვრილებით

2015-09-22 დასუფთავების აქცია ქ. წყალტუბოში

18 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ქ. წყალტუბოში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ცენტრალური პარკი. სულ დასუფთავდა 12,22 ჰა ფართობი, შეგროვდა 13,7 მ3 , მონაწილეობა მიიღო 1070-მდე ადამიანმა.
დაწვრილებით

2015-09-22 დავასუფთაოთ ხაშური

„დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2015-09-21 დასუფთავების აქცია კრწანისში

20 სეტქემბერს, „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მორიგი დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა კრწანისის ხევის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა, მოხალისეებმა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, 50 ადამიანმა. აქციის დროს დასუფთავდა 0,25 ჰა ფართობი, შეგროვდა დაახლოებით 3მ3 მოცულობის ნარჩენი, რომელიც შესაბამისი სამსახურების მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2015-09-21 დასუფთავების აქცია თიანეთში

18 სექტემბერს, თიანეთში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლების, საკრებულოს დეპუტატების, ადგილობრივი მოსახლეობის, საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით, ჩატარდა ერთობლივი დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2015-09-21 დასუფთავების აქცია ქ. ფოთში

18 სექტემბერს, ქ. ფოთში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა ქუჩების სავალი ნაწილები, დასასვენებელი სკვერები. სულ დასუფთავდა 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 1 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა შესაბამისი სამსაურების მიერ ნაგასაყრელზე. დასუფთავების აქციაში მონაწილობა მიიღო დაახლოებით 50 ადგილობრივმა.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up