Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2016-03-24 წყლის დაცვის საერთაშორისო დღე თიანეთის მუნიციპალიტეტში

წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თიანეთის რეგიონალური წარმომადგენლის ორგანიზებით,"გლობალური წყლის პარტნიორობა -საქართველო" თანამშრომლობით და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში მიმდინარე კამპანიის „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდ. ქუსნოს და სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიები.
დაწვრილებით

2016-03-24 22 მარტი ხობის მუნიციპალიტეტში

22 მარტს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლის ორგანიზებით და "გლობალური წყლის პარტნიორობა -საქართველო" თანამშრომლობით, ხობის მუნიციპალიტეტში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში მიმდინარე კამპანიის-„ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში, გაიმართა დასუფთავების აქცია,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. მათ შორის, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
დაწვრილებით

2016-03-23 წყლის დაცვის საერთაშორისო დღე ხონის მუნიციპალიტეტში

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს-ორგანიზებით, თბილისის გარდა, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში მიმდინარე კამპანიის "ლურჯი ნაკადული" ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონებსა და მუნიციპლიტეტებში აღინიშნა.
დაწვრილებით

2016-03-22 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მასშატაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობა და ღონისძიება ტარდება.
წყლის რესურების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და გარემოსა და ბურნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დასუფთავდა კრწანისის ხევის მიმდებარე ტერიტორია.

დაწვრილებით

2016-03-20 წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიოს მასშატაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება. წყლის რესურების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
დაწვრილებით

2016-03-17 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“(IIIფაზა) ინფორმაცია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2016 წლის 17 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: იმერეთის რეგიონის გუბერნატორი, მისი მოადგილე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, შვედეთის საელჩოს, აღნიშნული მერიის ადმინისტრაციული ერთეულების, სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-03-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2016 წლის 16 მარტს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-03-02 შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლი)


2016 წლის 29 თებერვალს, ა(ა)იპ „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვას“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III “ ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლი), რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ( 32 ადამიანის შემადგენლობით).

დაწვრილებით

2016-02-28 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო -ფაზა III“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარებული სემინარი.


2015 წლის 23 სექტემბერს , ა(ა)იპ „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვას“ მიერ, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III “ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ახალი მწვავე გამოწვევები“ და „მწვანე ინდუსტრიის პრობლემები საქართველოში“, რომელსაც ესწრებოდნენ
დაწვრილებით

2016-02-24 პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III". საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ტრენინგი თემაზე: სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) უსაფრთხო მოხმარება შენახვა და უტილიზაცია.

2016 წლის 16-23 თებერვალს,
ა(ა)იპ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვას“ მიერ, პროექტის- „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III “ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით,
დაწვრილებით

2016-02-22 დასუფთავების აქცია ქ. თბილისის UG სკოლაში

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით და ქ. თბილისის UG (იუჯი) სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივით, ჩატარდა დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2016-02-08 შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის 8 თებერვალს, „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ - ს მიერ, პროექტის-დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III “ - ის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლი), რომელსაც ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
დაწვრილებით

2016-01-08 დასუფთავების აქცია ვანში

16 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა. დაახლოებით 60-მა მოხალისემ. აქციის ფარგლებში დასუფთავდა სკვერები და მდინარე სულორის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, დაახლოებით 1,5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი
დაწვრილებით

2015-12-24 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2015-12-22 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქ. მარნეულის, კასუმლოს, სადახლოს, შულავერის, შაუმიანის, კაჩაგანის, ოფრეთის, წერეთლის, თამარისის, წერაქვის, ყულარის, ყიზილაჯლოს, დამია-გეურარხის ადმინისტრაციული ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up