Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2016-04-23 დედამიწის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგნიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2016-04-22 დედამიწის დღე - ლისის ტბის დასუფთავების აქცია

22 აპრილს, დედამიწის დღეს, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ქალაქის მერიის ხელშწყობით, ჩატარდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ახალ იპოდრომთან) დასუფთავებისა და გამწვანების აქცია. აქციის დროს დასუფთავდა 1 ჰა ფართობი ტერიტორია, შეგროვდა 2 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილის იქნა ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2016-04-22 22 აპრილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქ. წყალტუბოში ჩატარდა დასუფთავების აქცია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დასუფთავებული იქნა წყალტუბოს ცენტრალური პარკის შესასვლელი, ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიები სოფ. გეგუთში.
დაწვრილებით

2016-04-21 დასუფთავების აქცია ყვარელის მუნიციპალიტეტში

კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, დასუფთავდა სოფლის მისასვლელი გზის სანიაღვრე არხები და მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.
დასუფთავების აქციაში, ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სოფლის მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა, სულ 50-მდე ადგილობრივმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 12 მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.

დაწვრილებით

2016-04-20 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2016 წლის 20 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, იფნარის, ყარაბულახის, ქ. დმანისის და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-04-19 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო (III ფაზა) “ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციის შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ - ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების 200 ძირი ნერგი, მათ შორის: კვიპაროსი, კაკალი, ბროწეული და 19 აპრილს განხორციელდა გამწვანების აქცია კასპის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა ქალაქის სკვერებში. აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოსახლეობა.
დაწვრილებით

2016-04-15 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“, შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლი)

2016 წლის 11 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში ჩაატარა შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლი).
დაწვრილებით

2016-04-14 დასუფთავებისა და გამწვანების აქციები ქ.თელავში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ქ. თელავის რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორის ორგანიზებითა და ქ. თელავის ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები. კერძოდ, დასუფთავდა სოფლებში ნაფარეული, ლაფანყური, სანიორე, ართანას, ჯუღაანის, ფშაველის, ლეჩურის და ლალისყურში არსებული მდინარეების კალაპოტები და პატარა ხევები.
დაწვრილებით

2016-04-14 დასუფთავების აქცია ახმეტის მუნიციპალიტეტში

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფაგრლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დახმარებით ჩატრდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ყველა ქუჩზე არსებული სანიაღვრე არხები.
დაწვრილებით

2016-04-12 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2016 წლის 12 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სამების, კუშის, ოზნის, ბედიანის, აშკალის, კაბურის, განთიადის, თრიალეთის, გუმბათის, არწივანის, ბარეთის, რეხის, კიზილ-კილისის, ბეშთაშენის, ტბეთის, დარაკოვის ადმინისტრაციული ერთეულების, გამგეობის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-04-11 მდინარე ჩხერიმელას სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ხარაგაულის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, ჩატარდა მდინარე ჩხერიმელას სანაპირო ზოლის დასუფთავების (2 კილომეტრიანი მონაკვეთი) აქცია. რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლებმა.
დაწვრილებით

2016-04-11 დასუფთავების აქცია ქ. რუსთავში

ქ. რუსთავში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, სსიპ ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, ჩატარდა მდ. მტკვრის სანაპიროს ზოლის დასუფთავების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთნ ერთად მონაწილეობდნენ რუსთავის განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე. აქციის დროს შეგროვდა 8 მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 30-მდე ადამინმა. შეგროვებული ნარჩენები შესაბამისი სამსახურის მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.
დაწვრილებით

2016-04-08 შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთუბანაში

პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III” ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთუბანაში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლოების წარმომადგენლებთან.
დაწვრილებით

2016-04-03 შეხვედრა პროექტის ფარგლებში წალკის მოსახლეობასთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III” ფარგლებში, შედგა სემინარი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში ადგილობრივი სოფლის მოსახლოებასთან.
დაწვრილებით

2016-04-01 შეხვედრა წეროვანისა და გალავანის მოსახლეობასთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III” ფარგლებში, შედგა შეხვედრები ქ. მცხეთის სოფლების წეროვანი და გალავანის მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგელმა, მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა დ მის ფარგლებნში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა შეკრებილ საზოგადეობას მიცემოდა საშუალება გაეგოთ უფრო მეტი ქვეყანაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკაზე. დაბინძურებულ ტერიტორიებზე არსებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემებისა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მოსახლოების როლზე ამ კუთხით არსებული პროებლემების აღმოსაფხვრელად.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up