Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2018-02-27 შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

22 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვეჯინი და ძირკოკი შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულეების შესრულებაზე. საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

დაწვრილებით

2018-02-27 შეხვედრა სოფლების ჯუგაანისა და ტიბაანის მოსახლეობასთან

23 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯუგაანი და ტიბაანი შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო უცხო ქვეყნების მაგალითებზე, სადაც ნარჩენების მართვის კუთხით უკვე არსებობს წარმატებები, რომელიც გარკვეულ წილად მიიღწია საზოგადოების აქტიურ ჩართულობითა და თანამშრომლობით ადგილობრივ მთავრობებთან.

დაწვრილებით

2018-02-26 რეგიონალური შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში

2018 წლის 22 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. რუსთავში (ქვემო ქართლის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ქვემო ქართლის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-02-26 შეხვედრა სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში

21 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში, კერძოდ მათ თემში არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მათ სოფელში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არ ხდება ნარჩენების გატანა, რის გამოც, უწევთ ნარჩენების დაწვა, დამარხვა ან მდინარეში ჩაყრა. ადგილობრივები ითხოვს დახმარებას რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის მხრიდან. შეხვედრას ესწრებოდა ფახულანის თემის 16 ადგილობრივი წარმომადგენელი და ის ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

დაწვრილებით

2018-02-22 შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო მაჩხაანი და არბოშიკა შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულეების შესრულებაზე. საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

დაწვრილებით

2018-02-20 შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები ნარჩენების მართვის საკითხებზე. მორიგი შეხვედრა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შედგა 19 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟვას მოსახლეობასთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ და მონაწილეებს საშუალება ქონდა გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

დაწვრილებით

2018-02-16 დასუფთავების აქცია თერჯოლაში

10 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობერები საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მონაწილეობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნ ბონდო სოფრომაძის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადგილობრივმა, რომელებმაც დასუფთავეს თერჯოლა - ქუთაისის საავტომობილო გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის ორივე ზოლი. თერჯოლა - ტყიბულის საავტომობილო გზის 18 კილომეტრიანი უბნის, ასევე თერჯოლა - ჭიათურის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთების ორივე მხარე, თერჯოლაში შესასვლელი ავტობანის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ორივე მიმართულებით.

დაწვრილებით

2018-02-15 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში

2018 წლის 8 და 9 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა (ახალციხე) და კახეთის (თელავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-02-14 შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის მოსახლეობასთან

13 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუმიში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვის საკითხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და საუბარი იყო ევროპული ქვეყნების მაგალითებზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი.

დაწვრილებით

2018-02-12 რეგიონალური შეხვედრა მცხეთა - მთიანეთის რეგიონი

2018 წლის 9 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. მცხეთაში (მცხეთ - მთიანეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-02-05 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში

2018 წლის 30 და 31 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები შიდა ქართლისა (გორი) და ქვემო ქართლის (რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2018-01-31 რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში

2018 წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. გორში (შიდა ქართლის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

დაწვრილებით

2018-01-24 „სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო” ნაწილი II

ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება დანარჩენების მართვა“ გამოსცა „სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო“ ნაწილი II. სახელმძღვანელო მომზადებულია პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელშიც ასახულია საქართველოში უკონტროლოდ მიტოვებული ქლორის რეზერვუარებით გამოწვეული რისკი და მათი შემდგომი უსაფრთხო განთავსების გზები.

დაწვრილებით

2018-01-24 რეგიონალური შეხვედრა კახეთის რეგიონში

2018 წლის 18 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა რიგით მესამე რეგიონალური შეხვედრა ქ. თელავში (კახეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად კახეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-01-23 დასუფთავების აქცია ბოლნისში

23 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 0,8 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ და 1 მასწვლებელმა.


დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up