Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2016-09-17 „დავასუფთაოთ საქართველო- დავსუფთაოთ სენაკი“

17 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“-ს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, კულტურის ცენტრის, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების წარმოომადგენლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერები და პარკები, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ნოქალაქევის ციხე–გოჯის მიმდებარე ტერიტორია, მდ.ტეხურას სანაპირო, კურორტ მენჯის წყაროს ტერიტორია, სოფელ ახალსოფლის ცენტრალური პარკი.

დაწვრილებით

2016-09-17 სიღნაღში დასუფთავების აქცია ჩატარდა

17 სექტემბერს, სიღნაღში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩაატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიღნაღის მუნიცპილაპიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქისა და სოფლის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიები. სულ დასუფთავდა 400 კმ. ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 18 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოხალისემ.
დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

17 სექტემბერს, ლაგოდეხში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლები, მოხალისეები.
დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქციებში ქუთაისის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო

17 სექტემბერს, ქ. ქუთაისში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღო ქალაქის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა, სილ 60-მდე მოხალისემ, აქციის ფარგლებში დასუფთავდა 1,5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დაწვრილებით

2016-09-17 დავასუფთაოთ საქართველო-დავასუფთაოთ წყალტუბო

16-17 სეტემბერს, „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა წყალტუბოს საკრებულოს, გამგეობის, სამხატვროს სკოლის, ცენტრალური პარკის, საჯარო სკოლების, ცენტრალური პარკის, დედაენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. 17 სექტემბერს აქციას შეუერთდა ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-09-17 დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველო კამპანია ქ. ფოთში

17 სექტემბერს, ქ. ფოთში „დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭრით ჩატარდა მაშტაბური დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ფოთის პორტი, ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია. ასევე დასუფთავდა მალთაყვიდან ეროვნული პარკამდე არსებული ტერიტორია.
დაწვრილებით

2016-09-16 16 სექტემბერს საქართველოში "დავასუფთაოთ საქართველო" კამპანია დაიწყო

16 სექტემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. მასში, ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული და მათ შორისაა საქართველო.
კამპანია ყოველი სექტემბრის მესამე კვირის ბოლოს ტარდება და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. წელს, ,,დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია საქართველოში მეშვიდედ ტარდება და ის ხორციელდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში.

დაწვრილებით

2016-09-16 მსოფლიო დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას რუსთავიც შეუერთდა

16 სექტემბერს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ქ. რუსთავში ჩატარდა დასუფთავების, რომელშიც ფარგლებშიც დასუფთავდა ქ. რუსთავის პარკის მიმდებარე ტერიტორია და მტკვრის სანაპირო ზოლი. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღო ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა, სულ 30-მდე მოხალისემ. აქციის დროს დასუფთავდა 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 80 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დაწვრილებით

2016-09-16 დავასუფთავების აქცია აბაშის მუნიციპალიტეტში

16 სექტემბერს, აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით „დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, აბაშის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
დაწვრილებით

2016-09-16 დასუფთავების აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

16 სექტემბერს, "დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია მასშტაბურად აღინიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. კამპანიის პირველ დღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ჩოხატაურის გამგეობის თანამშრომლების, ასევე საკრებულოს წევრებისა და მოხალისეების მიერ, დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი, ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები.
დაწვრილებით

2016-09-16 დასუფთავების აქცია ქ. ბათუმში

16 სექტემბერს, ქ. ბათუმში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილოება მიიღო აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა, ბათუმის „აზდაკის ბაღის“ თეატრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა, მშობლებმა და თეატრის ხელმძღვანელებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა სასტუმრო შერატონის მიმდებარე ზღვის სანაპირო ზოლი, ქალაქის ცენტრალური უბნები. სულ დასუფთავდა 40 000 კვმ ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 150 ადამიანმა.
დაწვრილებით

2016-09-16 ხონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა

16 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩაატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ და მასში მონაწილობა მიიღო ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი"-ს თანამშრომლებმა.
დაწვრილებით

2016-09-16 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

16 სექტემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა დედისის ხევი და არწივის ხეობა, ასევე ჭაჭუნის დაცული ტერიტორიის მიმდებარე ადგილები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია, მონაწილეობა მიიღო 35 ადგილობრივმა, შეგროვდა 2,3 ტონამდე ნარჩენი.

დაწვრილებით

2016-09-16 დასუფთავების აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა პატარძეულის სავანე, იორნმუღალოს და ბადიაურის გამგეობების მიმდებარე ტერიტორიები, საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ეზოები.
დაწვრილებით

2016-09-16 ყვარელის მუნიციპალიტეტი

16 სექტემბერს, ყვარელში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, დასუფთავდა მთვარანგელოზის და ნეკრესესის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები. აქციაში ორგანიზატორებთნ ერთდ ონაწილობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა 8 ჰა ფართობის ტერიტორია, მონაწილეობა მიიღო 300 ადგილობრივმა, შეგროვდა 35მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up