Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2016-09-18 ნუ დავანაგვიანეთ ხაშურს!

16 სექტემბერს, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ტერტორია, ბატონის პარკის მიმდებარე ადგილები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 35 ადამიანი, დასუფთავდა 3 ჰა ფართობი, შსეგროვდა 1,5 მ3 მოცულობის ნარჩენი. ხაშურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციას ორაგნიზებას უწევდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორი.

დაწვრილებით

2016-09-18 დასუფთავების აქცია ბოლნისში

16 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის ფარგლებში.
დასუფთავების აქციის ფარგლებში დაბა თამარისში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასუფთავდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ დასუფთავდა რიტუალების სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ბოლნისში არსებული სატდიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს ასევე ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმაა, მოხალისეების მიერ დასუფთავდა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

დაწვრილებით

2016-09-18 „დავასუფთაოთ საქართველო-დავასუფთაოთ ყვარელი“

16 სექტემბერს, ყვარელის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ დასუფთავდა მთავარანგელოზის სახელობისა და ნეკრესის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიები.
დაწვრილებით

2016-09-17 მსოფლიო დასუფთავების კამპანიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

16-17 სექტემბერს,„დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც საქართველოში მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად იმართება აქტიურადაა ჩართული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. სადაც საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ე.წ. „დათვების ტყეში“, რომელიც დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩატარდა ორდღიანი დასუფთავების აქცია.
დაწვრილებით

2016-09-17 დავასუფთაოთ თიანეთი

16 სექტემბერს, „დავსუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტეს კეთილმოწყობის სამსახურისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მონაწილობით ჩატარდა დასუფთავების აქცია მდ. იორის სანაპიროს და თიანეთის სოფ. ჟებოტის საავტომობილო გზის 1 კმ-იანი მონაკვთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქცია დიღომში

17 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც საქართველოში მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად იმართება აქტიურად მიმდინარეობს და ის საქართველოს თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტსმოიცავს. კამპანიის პირველ დღეს თბილისში მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქცია მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის ქვემო ფონიწლაში, ხოლო მეორე დღეს აქციის ორგანიზატორებისა და მოხალისეების მიერ დასუფთავდა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. აქციაშო მონაწილეობა მიიღო ასევე ქალაქ თბილსის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.
დაწვრილებით

2016-09-17 „დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო- ლანჩხუთი“

16 სექტემბერს, "დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ - კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილობა მიიღეს ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა დაასუფათავეს მუნიციპალიტეტის ცენტრალური უბნები და სკვერები.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 540 ადამიანი, დასუფთავდა 28 ჰა ფართობი, შსეგროვდა 24 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორგანიზებას უწევდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორი.

დაწვრილებით

2016-09-17 დავასუფთავებია აქცია გარდაბანში

16 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში „დავსუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და გარდაბნის საკრებულოს ახალგაზრდული ჯგუფის მიერ დასუფთავდა კულტურისა და დასვენების სკვერი.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 0,3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 1მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილობა მიიღო 20 მოხალისემ.

დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების კამპანია მცხეთაში

16-17 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელიც საქართველოში მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად ჩატარდა, დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა ქ. მცხეთაში და ადგილობრივ თემებში. დასუფთავების აქციის ფარგლებში ორგანიზატორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დასუფთავდა 7 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 275 მოხალისემ.
აქციის მსვლეობისას მოხალისეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ეს არ იქნებოდა ერთჯერადი ღონისძიება და საჭიროების შემთხვევაში ისინი კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან დასუფთავების აქციებში.

დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქცია წყალტუბოს მუნიცპალიტეტში

16 სექტემბერს,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, „დავასუფთაოთ საქართველო“ კანმპანიის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, სამხატვრო სკოლის, ცენტრალური პარკის, ზოგადსაგანმანათებლო სკოლების, ცენტრალური პარკის, დედა ენის ქუჩის მიმდებარე ტყე პარკის ტერიტორიები. სულ მონაწილეობა მიიღო 32 მონაწილემ.

დაწვრილებით

2016-09-17 „დავასუფთაოთ საქართველო- დავსუფთაოთ სენაკი“

17 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“-ს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, კულტურის ცენტრის, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურების წარმოომადგენლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერები და პარკები, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ნოქალაქევის ციხე–გოჯის მიმდებარე ტერიტორია, მდ.ტეხურას სანაპირო, კურორტ მენჯის წყაროს ტერიტორია, სოფელ ახალსოფლის ცენტრალური პარკი.

დაწვრილებით

2016-09-17 სიღნაღში დასუფთავების აქცია ჩატარდა

17 სექტემბერს, სიღნაღში „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ჩაატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიღნაღის მუნიცპილაპიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქისა და სოფლის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიები. სულ დასუფთავდა 400 კმ. ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 18 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოხალისემ.
დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

17 სექტემბერს, ლაგოდეხში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლები, მოხალისეები.
დაწვრილებით

2016-09-17 დასუფთავების აქციებში ქუთაისის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო

17 სექტემბერს, ქ. ქუთაისში „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და მე-9 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღო ქალაქის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა, სილ 60-მდე მოხალისემ, აქციის ფარგლებში დასუფთავდა 1,5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დაწვრილებით

2016-09-17 დავასუფთაოთ საქართველო-დავასუფთაოთ წყალტუბო

16-17 სეტემბერს, „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა წყალტუბოს საკრებულოს, გამგეობის, სამხატვროს სკოლის, ცენტრალური პარკის, საჯარო სკოლების, ცენტრალური პარკის, დედაენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. 17 სექტემბერს აქციას შეუერთდა ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up