Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2016-12-19 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

2016 წლის 13 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქიმიის წრის მოსწავლეებთან ჩაატარა სემინარი თემაზე: "უმეთვალყურეოდ მიტოვებული ქლორის რეზერვუარების და საჯარო სკოლებში განთავსებული ქიმიური მასალის უსაფრთხოების საკითხები".
დაწვრილებით

2016-12-19 შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა იმერეთის რეგიონის ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 14 დეკემბერს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2016-12-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში

2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-12-13 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

2016 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის, ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-12-08 შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა იმერეთის რეგიონის თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016 წლის 7 დეკემბერს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2016-12-07 შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

7 დეკემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის სკითხებზე.
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა შეკრებილ აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, როგორც პროექტის მიმდნარეობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, ასევე საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, საერთშორისო ვალდებულებებზე და უცხოეთის გამოცდილებაზე ნარჩენების მართვის სფეროში. საუბარი იყო ნარჩენების მართვის იერარქიაზე.

დაწვრილებით

2016-12-06 შეხვედრა სოფელ მაკვანეთის მოსახლეობასთან

6 დეკემბერს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის სკითხებზე.
შეხვედრაზე საუბარი იყო „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობის ფარგლებში შერსულებული საქმიანობების და სამომავლოდ დაეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ნარჩენების მართვის იერარქიაზე, რომელიც დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საერთშორისო ვალდებულებებზე და უცხოეთის გამოცდილებაზე ნარჩენების მართვის სფეროში.

დაწვრილებით

2016-12-06 შეხვედრა დაბა ურეკის მაცხოვრებლებთან


6 დეკემბერს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობის ფარგლებში შერსულებული საქმიანობების და სამომავლოდ დაეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, ნარჩენების მართვის იერარქიაზე, რომელიც დანერგილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დღეისათვის საქართველოში, ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე.

დაწვრილებით

2016-12-05 შეხვედრა სოფელ გუთურში

5 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გატანის სისტემებზე, ზოგადად ნარჩენების მართვის საკითხებზე.
დაწვრილებით

2016-12-05 შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში

5 დეკემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში შედგა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღო ინფორმაცია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და გატანის სისტემებზე, ნარჩენების მართვაზე. ასევე, საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, საერთშორისო ვალდებულებებზე და უცხოეთის გამოცდილებაზე ამ მიმართულებით. პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)”ს მიმდნარეობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე.

დაწვრილებით

2016-12-02 შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს იმერეთის რეგიონში. 2016 წლის 30 ნოემბერს შეხვედრა ჩატარდა ქალაქ ვანში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ვანის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ, ძველი ქლორის რეზერვუარები და ვადაგასული ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-11-21 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

2016 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-11-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის, საკრებულოსა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-11-15 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ

2016 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2016-11-14 შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს იმერეთის რეგიონში. 2016 წლის 9 ნოემბერს შეხვედრა ჩატარდა ქალაქ ზესტაფონში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების (კერძოდ, ქლორი და ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up