Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2017-03-22 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და გარემოსა და ბურნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დასუფთავების აქცია.
აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, მოხალისეებმა.

დაწვრილებით

2017-03-22 22 მარტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა

22 მარტი, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ხალხმრავალი დასუფთავების აქციით აღინიშნა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალურმა კოორდინატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბ-მა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგნლებმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბ-მა ტარიელ თუთარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, დასუფთავების სამსახურის უფროსმა გია ორბელიძემ. მე-4 და მე-6 საჯაროს სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

დაწვრილებით

2017-03-21 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 21 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-03-21 ღია გაკვეთილი ქ. თბილისის "მწვანე სკოლაში”

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველოს ფაზა III“ განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლება ნიკოლოზ ინაშვილმა და ელენე ბერძენიშვილმა, ჩაატარეს ღია გაკვეთილი ქ. თბილისის "მწვანე სკოლის” მესამე კლასის „გვირილები“-ს მოსწავლეებთან. მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდა ინფორმაცია როგორც ნარჩენების მართვის საკითხებზე, ასვევ განემარტათ, თუ რა შეიძლება მოყვეს ნარჩენების ქუჩაში დაყრას. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღია გაკვეთილის მიმდინარეობაში, რაზეც მეტყველებდა დასმულ კითხვებზე პასუხი მათი მხრიდან.
დაწვრილებით

2017-03-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 16 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მედიისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-02-28 შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს გურიის რეგიონში. 2017 წლის 23 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-02-28 შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს გურიის რეგიონში. 2017 წლის 24 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-02-23 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეეები, გამგეობებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-02-21 შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

2017 წლის 14 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა სემინარი თემაზე ”ქლორის ავარიული ჭურჭლის იდენტიფიკაცია და გაუვნებლობის საშუალებები“ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რომელსაც ესწრებოდნენ ქიმიის წრის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები.
დაწვრილებით

2017-02-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში

2017 წლის 16 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, შ.პ.ს. „კომუნალური სამსახურის” დირექტორი, მისი მოადგილე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობისა და საკრებულოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-02-15 შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში (გურიის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 2017 წლის 13 თებერვალს ჩატარდა შეხვედრა გურიის რეგიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორის და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-02-03 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 3 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, გალავნის, ვაზიანის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-01-27 პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო (IIIფაზა)" შეხვედრა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში

2017 წლის 26 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის, შ.პ.ს-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-01-26 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, ვარიანის, კარალეთის, მერეთის, სკრის, ატენის, შინდისის, ბერბუკის და სხვა ადმინისტრაციული ერთეულების, ა(ა)იპ-ის, მედიის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-01-25 შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა იმერეთის რეგიონის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2017 წლის 18 იანვარს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up