Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2017-04-26 მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით

ქ. ბერლინში, გარემოსდაცვითი საკითხებისადმი მიძღვნილ III საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე "სკოლა–ეკოლოგიისათვის", გაიმარჯვა "ევროპული სკოლის" მე-8 კლასელი მოსწავლეების პროექტმა "მეორედი ქაღალდი საკუთარი ხელებით".
მოსწავლეებს კონსულტაცია და პრაქტიკული დახმარება გაუწიეს პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო ფაზა Ш“ განმახორციელებელი ორგანიზაციის - ,,მწვანეთა მოძრაობის’’ წევრებმა.
კონფერენციაზე ,,ევროპული სკოლის“ გუნდმა წარადგინა პროექტის პრეზენტაცია და მონაწილეობა მიიღო სემინარებსა და დისკუსიებში.
დაწვრილებით

2017-04-25 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 25 აპრილს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ, მოეწყო შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-04-25 დასუფთავების აქცია ლაგოდეხში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ლაგოდეხის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, 23 აპრილს კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა „დედამიწის დღის“ კვირეულს.
დაწვრილებით

2017-04-22 22 აპრილი დედამიწის დღეა!

22 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, „დედამიწის დღე“ ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციით აღინიშნა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ლისის ტბისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიები.
„დედამიწის დღე“ პირველად მსოფლიო მასშტაბით 1970 წელს აღინიშნა და მილიონობით ადამიანი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.
საქართველოში, „დედამიწის დღე“ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ 1990 წლიდან პერმანენტულად აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი ღონისძიება ტარდება.

დაწვრილებით

2017-04-19 დასუფთავების აქცია ბათუმში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ქ. ბათუმში 8 აპრილს, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა მდ. ჭოროხის შესართვი ზოლი შავ ზღვასთან. აქციაში მონაწილეობა მიიღო 30 ადგილობრივმა, დასუფთავდა დაახლოებით 3 ჰა ფართობის მონაკვეთი, შეგროვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი.
დაწვრილებით

2017-04-19 დასუფთავების აქცია ქობულეთში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 8 აპრილს, ქობულეთში დასუფთავდა მდ. ჩაქვის წყლის სანაპირო ზოლი.
აქციის მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის 40-მდე წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაასუფთავეს 3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-04-19 დასუფთავების აქცია მდინარე ბორჯომულას სანაპირო ზოლზე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, ქალაქ ბორჯომში დასუფთავდა მდ. ბორჯომულას სანაპირო ზოლი და პარკის ტერიტორია. აქციაში რომელიც ორგანიზებული მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის მიერ მონაწილეობა მიიღო ბორჯომში არსებული კოლეჯის, პირველი და მეოთხე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სულ 150-მოხალისემ, აქციის ფარგლებში დასუფთავდა დააახლოებით 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 6 ტ. ნარჩენი
დაწვრილებით

2017-04-18 დასუფთავების აქცია ხონში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, 6 აპრილს, ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ხონში არსებული სარწყავი არხი და მისი ნაპირები. აქციაში მონაწილეობა მიიღო გამწვანების, მადლიერების სახლისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 20-მა მოხალისემ. დასუფთავდა 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 2 ტ. ნარჩენი
დაწვრილებით

2017-04-13 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 10 აპრილს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში ჩაატარა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისათვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-04-12 ტრეინინგი ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების მართვის საკითხებში

2017 წლის 13-16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ჩაატარა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისათვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-04-12 შეხვედრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 7 აპრილს ჩაატარა შეხვედრა კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“ წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო კომპანიის ინფორმირება მიმდინარე პროექტის შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის გეგმების დასახვა საქართველოს ტერიტორიაზე ქლორის სახიფათო ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით

2017-04-11 დასუფთავების აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველოს საჩხერის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მცირე მდინარეეების სანაპირო ზოლები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერის მუნიცპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, საჯარო სჯოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია. შეგროვდა 54 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მოხალისემ.

დაწვრილებით

2017-04-10 დასუფთავების აქცია ადიგენში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში, ადიგენის მუნციპალიტეტში 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთშორისო დღეს დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩები და 3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 1,5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილოება მიიღო 50 მოხალისემ.

დაწვრილებით

2017-04-10 დასუფთავების აქცია ასპინძის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით დასუფთავდა მდინარე ოთას სანაპირო ზოლი.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 50 მოხალისემ, შეგროვდა 15 მ3 მოცულობის ნარჩენი, დასუფთავდა 20 ჰა ფართობის ტერიტორია.

დაწვრილებით

2017-04-10 მდინარე ტეხურას დასუფთავების აქცია

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში, სენაკში 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთშორისო დღეს დასუფთავდა მდინარე ტეხურას ნანაპირო ზოლი.
დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო მწვანეთა მოძრაობის სენაკის ადგილობრივი კოორდინატორის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისფლებისა და მოსახლეობის წარმომადგნლებმა დაახლოებით 50-მდე ადგილობრივმა. აქციის დროს დასუფთავდა 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up