Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 



2018-04-25 რეგიონალური შეხვედრა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში

2018 წლის 23 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა რეგიონალური შეხვედრა ქ. ზუგდიდში (სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2018-04-25 დედამიწის დღე ყვარელის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ყვარელის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქ. ყვარელის ცენტრალური უნბები და ნეკრესთან მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიები. დაახლეობით 5 ჰა ფართობი, აქციის მონაწლეების მიერ შეგროვდა 15 მ3. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 115-მა მოხალისემ.

დაწვრილებით

2018-04-25 დასუფთავების აქცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

23 აპრილს, „დედამიწის დღის კვირეულის“ აღსანიშნავად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 500-მა მოხალისემ, დასუფთავდა 17,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 12,5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-24 დედამიწის აქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

„დედამიწის დღის კვირეულის“ აღსანიშნავად, 23 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ადმინისტრაციული შენობების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები და სკვერები. აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 490-მა მოხალისემ, დასუფთავდა 12,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 8,7მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-24 დედამიწის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტში

"დედამიწის დღის კვირეულის" აღსანიშნავად, 24 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში კამპანია "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა
დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა

22 აპრილი, დედამიწის დღე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად მასშატაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა და ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოვიდა კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა 48 ადმინისტარიული ერთეულის ცენტრები და მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, მესხიას, კოსტავას და ჭავჭავაძის ქუჩები მიმდებარე ტერიტორიებით, ქალაქის მუზეუმისა და ე.წ. „სკეით პარკის“ მიმდებარე ტერიტორიები, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლები და ა .შ. სულ, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ დასუფთავების აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 15,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 190 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

22 აპრილს - დედამიწის დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დაუფთავდა ე. წ. "დათვების ტყე" სადაც განთავსდა 3 საინფორმაციო დაფა წარწერით „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“. აქციის მონაწილეების მიერ დასუფთავდა 3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ხაშურის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტში, „დედამიწის დღის“ აღსანიშანვად, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის მიერ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფ. ხცისთან, მდ. მტკვრის და მდ. სურამულას შესრთავის მიმდებარე ტერიტორია, აგრეთვე ცენტრალური მაგისტრალი. სულ 10000 კვმ. ფართობი. შეგროვდა 5.5 მ3 მოცულობის ნარჩენი, აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 55-მა მოხალისემ.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის დროს დასუფთავდა კვალითის დასახლებაში მდებარე შათირიშვილის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები, სულ 2 ჰექტარი ფართობი, აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობის და ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სულ 200 მოხალისე. შეგროვდა 7 კუბური მეტრი ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ქალაქ რუსთავში

22 აპრილი, დედამიწის დღე ქ. რუსთავში მასშტაბური დასუფთავების აქციით აღნიშნა, რომელიც ორგანიზებული იყო ადგილობრივი მთავრობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში.

ქ. რუსთავში აქციის ფარგლებში დასუფთავდა და ნარჩენებისგან, მათ შორის, სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიები, სკვერები, ცენტარული უბნები, 6-7 მკრ რაიონის დასახლებები, რომლის დასუფთავებაშიც აქიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის მერი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა. აქციის ფარგლებში მოხალისეების მიერ დასუფთავდა, დაახლოებით 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 400 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო ქალაქის მასშტაბით 600-მდე მოხალისემ.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ქალაქ მცხეთაში

ქალაქ მცხეთაში, „დედამიწის დღის“ (21-22 აპრილი) აღსანიშნავად, ჩატარდა დასუფთავების აქციები, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის მიერ.
დასუფთავების აქციები ჩატარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა თანამშრომელმა, აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბაგა-ბაღების მიმდებატე ტერიტორიები, დაახლოებით 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2018-04-23 დედამიწის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტში

23 აპრილს, დედამიწის დღის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფ. ჭაპალას ჭალის ტერიტორია და 3 კმ-იანი მონაკვეთი სოფ. მამხუტის გზაზე. ასევე ფარიზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფარიზის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს ”კომუნალური მეურნეობის” თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

დაწვრილებით

2018-04-22 დედამიწის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით აბაშის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინდატორის და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქციები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აბაშის მერიის, საკრებულოს, საჯარო სკოლების, წარმოება-დაწესებულებების თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. დაახლოებით 650 მოხალისემ.
დაწვრილებით

2018-04-22 დედამიწის დღე 2018 - „პლასტიკის ერის დასასრული“

22 აპრილს - დედამიწის დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ჩატარდა დასუფთავების აქციები.
დაწვრილებით

2018-04-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “(IIIფაზა) ინფორმაცია კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციების შესახებ

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) - ფარგლებში, შპს „მწვანე სამყაროდან“ და სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობიდან“ შესყიდული იქნა 65 ძირი ელდარის ფიჭვი, 25 - ნაძვი ევროპული, 95 - ცაცხვი, 5- აკაკი ჩვეულებრივი, 68 - ნეკერჩხალი მინდვრის და 11 - 12 აპრილს განხორციელდა გამწვანების აქცია კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.
დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up