1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63
2017-05-24
ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთშორისო დღე ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთშორისო დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 2 ჰა ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილობა მიიღო 25-მა მოხალისემ.
დასუფთავების აქცია ჩატრადა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.
|
დაწვრილებით
|
2017-05-23
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა)
შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
2017 წლის 23 მაისს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით
|
2017-05-11
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია საგარეჯოში
ა/წ 29 აპრილს, კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“. აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.
აქციაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს გამგეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები დაახლოებით 60 ადამიანი. დასუფთავდა 3 ჰა-მდე ტერიტორია, შეგროვდა და გატანილი იქნა 20 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-11
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია გურიაში 22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
გურიის რეგიონში დასუფთავების აქციები ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი). ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მმართველობითი ორგანოების, განათლების სისტემის და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა.
|
დაწვრილებით
|
2017-05-10
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია სიღნაღში კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქციები.
სიღნაღში, ადგილობრივი მოსახლეობის, ა.ი.პ. თანამშრომლების და თვითმმართველობის ხელმძღვანელების მონაწილეობით 25 აპრილს დასუფთავდა: სიღნაღის ტურისტული მარშრუტები; სოფელ ბოდბისხევის დაცული ტყის მიმდებარე ტერიტორია; წნორი-ლაგოდეხის ცენტრალური გზის ნაპირები დაახლოებით 10 ჰა ფართობით. მონაწილეობდა 180- მდე ადამიანი, შეგროვდა 17 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-10
დასუფთავების აქცია ადიგენში 22 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობით დასუფთავების აქციებით აღინიშნა.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც (28 აპრილი). რომლის დროსაც დასუფთავდა ცენტრალური უბნები და სკვერები. დაახლოებით 10 ჰა მონაწილეობა მიიღო 300 ადამიანმა, შეგროვდა 40 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-10
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
აჭარაში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასუფთავების აქციებით აღინიშნა. მასში ორგანიზაორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
|
დაწვრილებით
|
2017-05-10
დასუფთავების აქცია ასპინძაში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ასპინძაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში 28 აპრილს ჩატარდა დასუფთავებია აქცია.
აქციის დროს დასუფთავდა ასპინძიდან ვარძიისაკენ მიმავალი გზის ნაპირების ტერიტორია, ვარძიის მიმდებარე და ასპინძიდან რუსთავისკენ მიმავალი გზის და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 12 ჰექტარი ფართობი, მონაწილეობდა 130 ადამიანი, შეგროვდა და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა 17 მ3 ნარჩენი.
მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების საკრებულოს, გამგეობის, ა.ი.პ.-ების და კეთილმოწყობის სამმართველოს წარმომადგენლებმა.
|
დაწვრილებით
|
2017-05-10
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“ დასუფთავების აქციები მცხეთა – მთიანეთის რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ტარდება მასშატბური დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 29 აპრილს, „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა მცხეთა-მთიანეთში ჩატარებული აქცია, რომელიც ორგნიზებული იყო ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქი მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. მცხეთაში დასუფთავდა ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური უბნები, სოფლების მსხალდიდის, ლისის, მუხათწყაროს და ცხვარიჭამიას ცენტრები. დაახლოებით 10 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4,5 ტ ნარჩენი, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა, სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, დაახლოებით 100-მდე მოხალისემ.
|
დაწვრილებით
|
2017-05-09
დასუფთავების აქცია ახალციხეში 22 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობით დასუფთავების აქციებით აღინიშნა.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც (28 აპრილი). რომლის დროსაც დასუფთავდა მერიის მიმდებარე 7 ჰა ფართობის ტერიტორია და ცენტრალური უბნები, მონაწილეობა მიიღო 120 ადამიანმა, შეგროვდა 11 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-09
დასუფთავების აქცია ქალაქ ბორჯომში 24 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ქ. ბორჯომში ჩატარდა დასუფთავების აქცია რომელიც მიეძღვნა დედამიწის დღეს. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილოება მიიღო სახანძრო განყოფილებისა და პარკის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსახლეობამ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბორჯომში საქართველოს ბანკისა და ბანკი ,,კრედოს“ მიმდებარე ტერიტორიები, დიდი და პატარა პარკის ტერიტორიები, დაახლოებით 6 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 85 ადამიანი. შეგროვდა 4 ტონა ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-08
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
(სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი)
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს სამეგრელოს რეგიონში. 2017 წლის 3 მაისს ორგანიზაციამ ჩაატარა შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
|
დაწვრილებით
|
2017-05-08
დასუფთავების აქციები სამეგრელოში
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში 29 აპრილს, ხობის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დასუფთავების აქციები. რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა სკოლების ეზოები, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, სოფლების ცენტრები. დაახლოებით 5 ჰა ფართობი, მონაწილეობდა გამგეობის, საკრებულოს, თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 900 ადამიანი, შეგროვდა 20 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-05-05
„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია ზუგდიდში 29 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ზუგდიდის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ზუდგდიდის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით მოეწყო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“.
აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავდა 105 ჰა ფართობი. მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 25 ჰა ფართობი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 80 ჰა ფართობი. აქციაში მონაწილეობა მიიღო სულ 2440-მა. მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან 950-მა მოქალაქემ, ხოლო ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობიდან 1490- ადმიანმა.
|
დაწვრილებით
|
2017-05-05
დასუფთავების აქციები თიანეთში
28 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია. რომელიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თიანეთის შემოსასვლელი (თიანეთი-თბილისი საავტომობილო გზის 1,5 კმ მონაკვეთი) და სიონის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია. დაახლოებით 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 10 მ3 მოცულობის ნარჩენი. დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო „დედამიწის დღის“ კვირეულის ფარგლებში.
|
დაწვრილებით
|
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63
|
|
|
|
|
|
|