Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 



2017-06-15 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 2 ივნისს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. ლანჩხუთში ჩაატარა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-06-12 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-06-05 შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2017 წლის 31 მაისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-06-05 შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2017 წლის 30 მაისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-06-02 შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში. შეხვედრა ჩატარდა 2017 წლის 16 მაისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-06-02 გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 17 მაისს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. გორში ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისათვის მომზადება“.


დაწვრილებით

2017-06-02 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 19 მაისს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. ზუგდიდში ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალის ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისათვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-06-02 შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა აბაშის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. შეხვედრა ჩატარდა 2017 წლის 23 მაისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, კერძოდ, ქლორისა და ქიმიკატების, და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-05-24 ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთშორისო დღე

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთშორისო დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 2 ჰა ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილობა მიიღო 25-მა მოხალისემ.
დასუფთავების აქცია ჩატრადა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დაწვრილებით

2017-05-23 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 23 მაისს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ის და სხვა წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-05-11 „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია საგარეჯოში

ა/წ 29 აპრილს, კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“. აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

აქციაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს გამგეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები დაახლოებით 60 ადამიანი. დასუფთავდა 3 ჰა-მდე ტერიტორია, შეგროვდა და გატანილი იქნა 20 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-05-11 „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია გურიაში

22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
გურიის რეგიონში დასუფთავების აქციები ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი). ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მმართველობითი ორგანოების, განათლების სისტემის და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა.

დაწვრილებით

2017-05-10 „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია სიღნაღში

კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქციები.

სიღნაღში, ადგილობრივი მოსახლეობის, ა.ი.პ. თანამშრომლების და თვითმმართველობის ხელმძღვანელების მონაწილეობით 25 აპრილს დასუფთავდა: სიღნაღის ტურისტული მარშრუტები; სოფელ ბოდბისხევის დაცული ტყის მიმდებარე ტერიტორია; წნორი-ლაგოდეხის ცენტრალური გზის ნაპირები დაახლოებით 10 ჰა ფართობით. მონაწილეობდა 180- მდე ადამიანი, შეგროვდა 17 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-05-10 დასუფთავების აქცია ადიგენში

22 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობით დასუფთავების აქციებით აღინიშნა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც (28 აპრილი). რომლის დროსაც დასუფთავდა ცენტრალური უბნები და სკვერები. დაახლოებით 10 ჰა მონაწილეობა მიიღო 300 ადამიანმა, შეგროვდა 40 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-05-10 „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
აჭარაში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასუფთავების აქციებით აღინიშნა. მასში ორგანიზაორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up