Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2017-09-30 დასუფთავების აქცია ონის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა. აქციის ფარგლებში მოხალისეების მიერ დასუფთვდა ქალაქის ტერიტორია (2 ჰა ფართობი) და შეგროვდა 2,5 მ3 ნარჩენი. მონაწილეობა მიიღო 40 ადამიანმა.


კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.


დაწვრილებით

2017-09-30 „დავასუფთოთ მსოფლიო კამპანია“ ხონის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ცენტრალური საავადმყოფოს, ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობი, შეგროვდა 1 3 მ3 ნარჩენი, მონაწილეობდა 120 ადაამიანი.

დაწვრილებით

2017-09-29 დასუფთავების აქცია ასპინძაში

ადგილობრივი თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ასპინძის კოორდინატორის ორგანიზებით, 15 სექტემბერს ჩატარდა დასუფთავების აქციები ვარძიის, წუნდის ტბის და რაიონის შემოსასვლელ-გასასვლელ ტერიტორიებზე. აქციებში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, სულ 60 ადამიანი. დასუფთავდა 10 ჰა ფართობის ტერიტორიაზე შეგროვდა 12-13 მ3 ნარჩენი.


დაწვრილებით

2017-09-29 დასუფთავების აქცია გორში

16 სექტემბერს, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა დასუფთავების აქციები. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩნენ სოფ. ქერეს ახალგაზრდები (30 კაცი), რომელთა აქტიურობით დასუფთავდა 0,3 ჰა ფართობი სოფლის მიმდებარე ტერიტორია და შეგროვდა 0,5 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა გორის ნაგავსაყრელზე.
ასევე დასუფთავდა საზღვრისპირა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია (0,15 ჰა) და შეგროვდა 0,4 მ3 ნარჩენი. ეკლესიის ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობდა 40 ადამიანი.

დაწვრილებით

2017-09-28 მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 25 სექტემბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. მცხეთაში ჩაატარა მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-09-27 ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ახალციხეში

ა/წ 15 სექტემბერს, „დავასუფთათ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა ორგანიზებული დასუფთავების აქციები, სადაც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 180-მა ადგილობრივი მოსახლემ. საერთო ძალისხმევით დასუფთავდა ცენტრალური გზის, სკოლების და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. სულ 3ჰა ფართობი. შეგროვდა 12მ3 ნარჩენი.
დაწვრილებით

2017-09-25 „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო!“

საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერით ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.

15 სექტემბერს, ზუგდიდში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიაში ჩაერთო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 48 ტერიტორიული ცენტრი, ასევე ანაკლია - განმუხურის ზღვისპირა ზოლი, გულუას პარკი, ცენტრალური ხეივანი, ბოტანიკური ბაღი, ჩხოუშის სანაპირო, 1200 ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ეზო. სულ დაახლოებით 123 ჰა ფართობის ტერიტორია. შეგროვდა 107 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 2550-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

დაწვრილებით

2017-09-25 ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია გურიაში

საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ დღეებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი), ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით - ჩატარდა დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციები სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მმართველობითი ორგანოების, განათლების სისტემისა და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა.
ოზურგეთი
14 სექტემბერი - დასუფთავების აქცია ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, საჯარო მოხელეების, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ის წარმომადგენლების მიერ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ სოფლების: შემოქმედის, ვაკიჯვარის, დაბა ნარუჯას, დაბა ლაითურის, ნატანების, ჯუმათის, ლიხაურის, სილაურის, ვაბზუს, ოზურგეთის, ცრემლის ხიდის, მაკვანეთის, დაბა საკირალის, ახვის, შრომის და ძიმითის მოსახლეობა. სულ მონაწილეობდა 395 ადამიანი, დასუფთავდა 13,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 21,5 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-09-25 დასუფთავების აქცია ბაღდათში

15 სექტემბერს, ბარდათის მუნიციპალიტეტში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა.

დასუფთავების აქცია დაბა ბაღდათში ჩატარდა სოფლებში პირველ ობჩა, ვარციხე, ზედა დიმი და ნერგეთი, დასუფთავდა 3 ჰექტარი ტერიტორია, შეგროვდა 5მ3 ნარჩენი, მონაწილეობდა 300-მდე მოხალისე.

დაწვრილებით

2017-09-24 დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია ფოთში

15 სექტემბერს, ქ. დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია ფოთის პორტის ტერიტორიაზე. აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალური წარმომადგენლის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის მუნიციპალიტეტის და პორტის თანამშრომლებმა, ასევე დეპუტატობის კანდიდატებმა. დასუფთავდა 1,5 ჰა და შეგროვდა 3 მ3 ნარჩენი, აქციაში ჩაერთო 50-მდე მოხალისე.
დაწვრილებით

2017-09-24 ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აბასთუმანში

15 სექტემბერს, ადგილობრივი მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ხელშეწყობით, კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში აბასთუმანში დასუფთავდა კურორტ აბასთუმნის მიმდებარე 5 ჰა ფართობის ტერიტორია. დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მა ადამიანმა, რომელთა ძალისხმევით შეგროვდა 15მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

დაწვრილებით

2017-09-24 „დავასუფთოთ მსოფლიო კამპანია“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

დასუფთავდა თერჯოლა-ტყიბულის და თერჯოლა-ჭიათურის მაგისტრალების ორივე მხარეები დაახლოებით 20 ჰა-მდე ტერიტორია, მონაწილეობდა 170 ადამიანი, შეგროვდა 20 მ3 ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-09-22 დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობისა და გამგეობის წარმომადგენლებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერები და სტადიონი. წმინდა სანების და ხობის მონასტრის ტერიტორიები. სოფლების ცენტრები. აქციის ფარგლებში დასუფთვდა დააახლოებით 5 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 300 ადამინმა.

დაწვრილებით

2017-09-22 დასუფთავების აქცია ქუთაისში

17 სექტემბერს, ქუთაისში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა მუხრანის ტერიტორია.
აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის მიერ, მის ფარგლებში დასუფთავდა მუხრანის ტერიტორია, სადაც შეგროვდა 2 მ3 მოცულობის ნარჩენი, აქციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე მოხალისემ. დასუფთავდა 3 ჰა ფართობის ტერიტორია.

დაწვრილებით

2017-09-21 „დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

15 სექტემბერს, „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში ზესტაფონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მოხალისეების მიერ დასუფთავდა კვალითის დასახლება, დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 3 მ3 ნარჩენი.
აქციაში ორგანიზატორების გარდა მონაწილეობდნენ გამგეობის, საკრებულოსა და სპორტული სკოლის ახალგაზრდები და მასწავლებლები, დაახლოებით 80-მდე მოხალისე.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up