Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2018-12-14 შეხვედრა პროექტის ფარგლებში

14 დეკემბერს, 2018 წლის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თანამშრომლობით, შედგა შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. შეხვერდას ესწრებოდა შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერი ქ-ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის მენეჯერი ქ-ნი ნინო ჩხობაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. აგრეთვე განიხილეს მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმები. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არ არის ნარჩენების მართვის გამართული სისტემა მუნიციპალიტეტებში, პრობლემაა არალეგალური ნაგავსაყრელებისთნ დაკავშირებით, ვერ ხერდხება ზოგიერთი სოფლიდან ნარჩენების გამოტანა და ამ ეტაპისთვის ძნელად წარმოუდგენიათ მომდევნო წლიდან ნარჩენების სეპარირების მეთოდის საპილოტე მოდელზე გადასვლა, შესაბამისი ინფრასტუქტურის არ არსებობის გამო.

დაწვრილებით

2018-12-13 დასუფთავების აქცია ბოლნისში

11 დეკემბერს, ბოლნისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით დასუფთავდა საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში.
მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 0,8 ჰა ფართობი, შეგროვდა 0,8 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსწავლემ და 1-მა პედაგოგმა.

დაწვრილებით

2018-12-13 საზოგადოებრივი შეხვედრა იმერეთის რეგიონში პროექტის ფარგლებში

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, გრძელდება შეხვედრები რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებისა და მის დაქვემდებარებაში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 13 დეკემბერს 2018 წლის შეხვედრა გაიმართა იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებს, და განიხილეს ის პრობლემები რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ მენეჯერის მიერ განხილულ იყო ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობა, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზი, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში და ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელები.

დაწვრილებით

2018-12-11 რეგიონალური შეხვედრა პროექტის ფარგლებში ქ. მცხეთაში

მცხეთაში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დახმარებით, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა, მუნიციპალიტეტების დასუფთავების სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე, ასევე მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე.

დაწვრილებით

2018-12-10 რეგიონალური შეხვედრა პროექტის ფარგლებში

ბათუმში, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ბათუმის კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან, ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა Ш“ განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ასევე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნარჩენების მართვის სფეროში.

დაწვრილებით

2018-12-10 შეხვედრა პროექტის ფარგლებში

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა Ш“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, ქ. თელავში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დახმარებით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან, ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა Ш“ განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე, მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს, ამ დროისთვის არ გააჩნია შესაბამისი სამსახური/განყოფილება, რომელიც იმუშავებს მუნიციპალიტეტებში, როგორც ნარჩენების მართვის, ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

დაწვრილებით

2018-12-07 შეხვედრა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა გურიის გუბერნატორთან და სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკუთარ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის საკითხებს.
შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, აგრეთვე განხილული იქნა სიღარიბის დაძლევის მრავალ განზომილებიანი ანალიზი, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, საუბარი იყო მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. იმ პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ნარჩენების მართვის სფეროში.

დაწვრილებით

2018-12-05 ტრენინგები თელავის, ზესტაფონის, ბორჯომის, რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტებში

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, 2018 წლის ნოემბრის თვეში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, თელავის, ზესტაფონის, ბორჯომის, რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტებში, საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სკოლებში არსებული ვადაგასული ქიმიური ნარჩენების/რეაქტივების უტილიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობა“.
დაწვრილებით

2018-11-20 დასუფთავების აქცია ბოლნისში

19 ნოემბერს, ბოლნისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით დასუფთავდა საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში.
მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 0,2 ჰა ფართობი, შეგროვდა 2 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსწავლემ და 2 -მა პედაგოგმა.
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

დაწვრილებით

2018-11-11 დასუფთავების აქცია შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე

10 ნოემბერს, შვედეთის საელჩოს ალუმნების, საელჩოს თანამშრომლებისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს (პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში) წარმომადგენლების მიერ შიომღვიმეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მონაწილეების მიერ დასუფთავდა შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 3 ჰა ფართობი, შეგროვდა 6 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციაში მონაწილეობა მიიღო 45-მა მოხალისემ. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო აუდიტორიული სამსახურის თანამშრომლებმა.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ .

დაწვრილებით

2018-11-11 დასუფთავების აქცია სოფელ ბურიანში

10 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და ახალგაზრდა მოხალისეების მონაწილობით პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში სოფელ ბურიანში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მონაწილეების მიერ დასუფთავდა სოფელ ბურიანის ტერიტორიაზე გზის პირები და ხევები. დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი მონაწილეობა მიიღო 20-მდე მოხალისემ.
დაწვრილებით

2018-09-10 შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წარმომადგენლები, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ ფარგლებში შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს შიდა ქართლის რეგიონში, ბ-ნ გიორგი ხოჯევანიშვილს.
შეხვედრაზე გუბერნატორს საშუალება მიეცა დაწვრილებით გაცნობოდა 15-16 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებს და ამ დღეების ფარგლებში, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი დასუფთავების აქციების შესახებ ინფორმაციას.
გუბერნატორის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონი გამოხატავს მზადყოფნას, დაგეგმილ დასუფთავების აქციებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების მერები ორგანიზებას გაუწევენ მუნიციპალიტეტებში დასუფთავების აქციების ჩატარებას.

დაწვრილებით

2018-09-10 დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო - 2018 წელი, 15 სექტემბერი, თბილისი

თბილისში "დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში 15 სექტემბერს დასუფთავდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (ვარკეთილის მხრიდან).

დაწვრილებით

2018-09-10 დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო - 2018 წელი, 16 სექტემბერი, თბილისი, ქვემო ფონიჭალა

თბილისში "დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში 16 სექტემბერს დასუფთავდება მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
დაწვრილებით

2018-09-10 შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში

ქვემო ქართლის გუბერნიაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ქვემო ქართლის რეგიონში ბ-ნ შოთა რეხვიაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ მენეჯერმა ქ-მა ნინო ჩხობაძემ, გუბერნატორს მიაწოდა ინფორმაცია 15-16 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიო დასუფთავების კამპანიაზე, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. ითქვა, რომ 15-16 სექტემბერს მთელ საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლის გუბერნიაში დაგეგმილია დასუფთავების აქიციები, რომელსაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ორგანიზებას გაუწევენ საქართველოს მწვანეთა მოძარაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორები.

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up