1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63
2017-11-06
დასუფთავების აქცია საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET სტუდენტებმა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა სახლ-მუზეუმის მისასვლელი გზა, თავისი სკვერით და შემოგარენი, ასევე სახლმუზეუმის ეზო. საიუბილეო ღონისძებებების ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქიაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოხალისემ, რომლებმაც შეაგროვეს დაახლოებით 6 მ3 მოცულობის ნარჩენი და დაასუფთავეს 1 ჰა ფართობის ტერიტორია.
|
დაწვრილებით
|
2017-10-30
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა)
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ქვემო ქართლის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონის: დმანისის, გარდაბნის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
• ინფორმაციის ნაკლებობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ და საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ;
|
დაწვრილებით
|
2017-10-30
თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 27 ოქტომბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ. თელავში ჩაატარა თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
|
დაწვრილებით
|
2017-10-30
დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში 25 ოქტომბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის №2 და №5 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
|
დაწვრილებით
|
2017-10-27
საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ დასასრულს უახლოვდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და პროექტის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, კამპანია „დავასუფთოათ საქართველო“ ფარგლებში, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მეორედ გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი“, რომელის მიზანია ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდეს ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა, სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.
ამ ეტაპისათვის, კონკურსი „სუფთა რეგიონი“ დასასრულს უახლოვდება. მიმდინარეობს შემოსული ინფორმაციის დამუშავება, რომლის შემდეგაც სპეციალურად კონკურსის ფარგლებში შექმნილი კომისია გამოვლენს ნომინანტებს, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
|
დაწვრილებით
|
2017-10-24
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა)
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შიდა ქართლის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის - გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
|
დაწვრილებით
|
2017-10-20
შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობასთან 19 ოქტომბერს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში, შედგა შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის მოსახლეობასთან, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია, როგორც პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, ასევე გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის კუთხით მსოფლიოში არსებულ მიდგომებს, მოესმინათ ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეხვედის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნარჩენები რეგულარულად გადის სოფლიდან, თუმცა ცოტაა ურნების რაოდენობა. ასევე აწუხებთ არალეგალური ნაგავსაყრელის არსებობა. შეხვედრას ესწრებოდა 11 ადგილობრივი მოსახელე.
|
დაწვრილებით
|
2017-10-20
შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან 19 ოქტომბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ჭალადიდში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტით ჩატარებულ და დაგეგმილ საქმიანობებზე, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა წინადადებები. მოსახლეობას სურვილი აქვს, რომ სოფელში დაყენდეს ბიოგაზის და მზის ენერგიის მოწყობილობები, მოწესრიგდეს სასმელი წყლის ხარისხი და გაკეთდეს ახალი წყალსადენი. დღემდე პრობლემად რჩება სოფლიდან ნაგვის გატანა, რადგან მოუწესრიგებელია გზა, რის გამოც ნაგავმზიდი ვერ შედის სოფელში. აღინიშნა, რომ ხშირადაა მდ რიონი პლასტმასის ბოთლებით დაბინძურებული და ა.შ. ადგილობრივებმა გამოხატეს მზადყოფნა კომპოსტირების მეთოდის დასანერგად. შეხვედრას ესწრებოდა 22 ადგილობრივი.
|
დაწვრილებით
|
2017-10-16
პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა)
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები კახეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის თელავის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
დასუფთავების აქციები კახეთის რეგიონში საქართველოში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ადგილობრივი კოორდინატორების ორგანიზებითა და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერით ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.
გურჯაანი
15 სექტემბერი - დასუფთავების აქცია ჩატარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლების და ადგილობრივი მოხალისეების მიერ. დასუფთავდა დიდების მემორიალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავდა სოფლის ცენტრალური უბნები. სულ მონაწილობა მიიღო 400-მდე ადამიანმa, დასუფთვდა 3 ჰა ფართობი, ჯამში შეგროვდა 9 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
დასუფთავების აქციების აჭარაში აჭარაში, დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები.
ბათუმი
16 სექტემბერს, ბათუმში ორგანიზატორების და მოხალისეების მიერ (80 ადამიანი) დასუფთავებული იქნა მდ. ბარცხანას და შავი ზღვის შესართავები თავისი მიმდებარე ტერიტორიებით, დაახლოებით 5ჰა, შეგროვდა 4 მ3 ნარჩენი.
ქედა
15 სექტემბერს, ქედაში ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 150-მდე მოხალისემ. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები დაახლოებით 20ჰა ფართობი, შეგროვეს 12 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
„დავასუფთაოთ მსოფლიო კამპანია“ მცხეთაში საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მუხრანი, წეროვანი,ბიწმენდი, გალავანი) ა/წ 15-16 სექტემბერს ჩატარდა დასუფთავების აქციები. აქციის მონაწილეებმა (ჯამში 160 ადამიანი) დაასუფთავეს ქალაქის და სოფლების ცენტრები, გზების მიმდებარე ტერიტორიები, სკოლების და საბავშვო ბაღების გარემო ადგილები. სულ აქციის დროს დასუფთავდა 5ჰა ფართობი და შეგროვდა 4მ3 (1 მ3 ქალაქში და 3 მ3 სოფლებში) ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
დასუფთავების აქცია გარდაბანში 15 სექტემბერს, გარადბანში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია და მასში მონაწილეობდა 40 ადგილობრივი მოსახლე. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით 2 ჰა ტერიტორია და შეაგროვეს 1 მ3 ნარჩენი.
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
დასუფთავების აქცია ახალქალაქში ა/წ 19 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ხელმძღვანელობისა და მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, ახალქალაქში დასუფთავდა დასვენების ტერიტორია ე.წ. ,,ტაშკანკა“ (1 ჰა-ზე 10 მ3 ნარჩენი), სასაფლაოსკენ მისასვლელი გზა (2 ჰა-ზე 5 მ3 ნარჩენი) და ქალაქის სამი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიები ( 1,5 ჰა ფართობზე შეგროვდა 5 მ3 ნარჩენი). დასუფთავების აქციებში მონაწილეობდა 150 ადამიანი.
|
დაწვრილებით
|
2017-09-30
დასუფთავების აქცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
15 სექტემბერს, ქალაქ ამბროლაურში, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია ‘დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში დასუფთავდა 4 ჰა ფართობი, შეგროვდა 3მ3 ნარჩენი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 60 ადგილობრივმა მოსახლემ.
დასუფთავების აქცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.
|
დაწვრილებით
|
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63
|
|
|
|
|
|
|