Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 



2017-12-08 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
დაწვრილებით

2017-12-06 რეგიონალური შეხვედრა, აჭარის რეგიონი

არასამთავრობო ორგანიზაციამ, "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა", დაიწყო რეგიონალური შეხვედრები საქართველოს მასშტაბით. შეხვედრები ტარდება პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, ზოგადად საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად მათ რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკქტები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
დაწვრილებით

2017-12-05 აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისა და სათანადო სტუდენტების ტრენინგი

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 28 ნოემბერს პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, ქ.ბათუმში ჩაატარა აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიის პერსონალისთვის ტრენინგი თემაზე: „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების აღრიცხვა, უსაფრთხო მოპყრობა, დასაწყობება, ლაბორატორიული გამოყენება, ადგილზე უტილიზაცია და ტრანსპორტირებისთვის მომზადება“.
დაწვრილებით

2017-12-05 შეხვედრა კომპანიასთან შპს „ბათუმის წყალი“

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. ბათუმში (აჭარის რეგიონი), ჩაატარა შეხვედრა კომპანიასთან შპს „ბათუმის წყალი“. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო კომპანიის ინფორმირება მიმდინარე პროექტის შესახებ და ურთიერთთანამშრომლობის გეგმის დასახვა აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე ქლორის სახიფათო ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებით.
დაწვრილებით

2017-12-02 კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოცხადდა

2 დეკემბერს, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთოათ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო.

დაწვრილებით

2017-11-28 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში

2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიის წარმომადგენლები.
დაწვრილებით

2017-11-28 შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში

27 ნოემბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩიხა და საირმე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საუბარი იყო პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, განხორციელებული საქმიანობებისა და საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ფიქსირდება ამ კუთხით. აღინიშნა, რომ ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა. შეხვედრას ესწრებოდა 33 ადამინი.

დაწვრილებით

2017-11-28 შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტში

28 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელებში გუბი და გოჩა ჯიხაიში შედგა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე, რომლესაც ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ადგილობრივებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ასევე ნარჩენების მართვის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა, ასევე პრობლემა იქნება როდესაც იწვება ფოთლები და ანასხლავი ტოტები სოფლად. შეხვედრას ესწრებოდა 27 ადგილობრივი.

დაწვრილებით

2017-11-26 შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტში

25 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელებში ლაჯანა და ქვედა ცაგერი შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სოფელ ლაჯანას საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები.

შეხვედრის მიზანი იყო ადგილობივი მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ფიქსირდება ამ კუთხით. აღინიშნა, რომ ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა. შეხვედრას ესწრებოდა 39 ადამინი.

დაწვრილებით

2017-11-25 შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

24 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში შედგა შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე, რომლესაც ესწრებოდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსაწვლეები და პედაგოგები.

შეხვედრაზე სკოლის მოსწვალეებსა და პედაგოგებს საშუალება ქონდათ მიღოთ ინფორმაცი პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ასევე ნარჩენების მართვის საკითხებზე. სკოლის მოსწავლეების მხრიდან აღინიშნა, რომ ისინი ამზადბენ მეორად საგნებს და სათამაშოებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ისევე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, მათთანაც არასაკმარისია ნაგვის ბუნკერების რაოდენობა. შეხვედრას ესწრებოდა 12 ადამინი.

დაწვრილებით

2017-11-22 დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში

11 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბოლნისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
აქციის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ დასუფთავდა საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორა. აქციაში მონაწილეობდა 18-მა მოსწავლემ და 1-მა პედაგოგმა, რომლებმაც დაასუფთავეს დაახლოებით 3 ჰა ფართობი, შეაგროვეს 2 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დაწვრილებით

2017-11-22 დასუფთავების აქცია ნორიოში

18 ნოემბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში მარტყოფში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქცისს დროს დასუფთავდა ნორიოს ხვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 0,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 12 მ3 მოცულობის ნარჩენი. აქციის მსვლელობის დროს სტუდენტებმა აღინიშნეს რომ, ისინი ხშირად ასუფთავებენ აღნიშნულ ტერიტორას და მომავალშიც მზად არიან მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქციებში. აქციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დაწვრილებით

2017-11-16 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება დანარჩენების მართვა“

ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება დანარჩენების მართვა“
გამოსცა მორიგი სახელმძღვანელო, „ნარჩენები და ბიორემედიაცია“.
ბროშურა მომზადებულია პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების გზით ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის შექმნა საქართველოში.

დაწვრილებით

2017-11-16 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა

15 ნოემბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და იუჯის სკოლის უფროსკლასელების მონაწილეობით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დასუფთავდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დაახლოებით 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 8 მ3 მოცულობის ნარჩენი. დასუფთავების აქციის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ორგანიზატორებისგან მოესმიენათ ინფორმაცია, გარემოში ნარჩენების უსისტემოდ დაყრის შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

დაწვრილებით

2017-11-06 პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) რეგიონის ზოგი მუნიციპალიტეტის (ლენტეხი) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ არის გარემოს დაცვის / დაბინძურების მაკონტროლებელი სამსახური მაგალითად, ზედამხედველობის, რაც ქმნის კანონაღსრულების პრობლემებს;

დაწვრილებით


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 





 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up