დასუფთავების აქცია მცხეთაში 21 სექტემბერს, ქ. მცხეთაში მსოფლიოში მიმდინარე კამპანიების „დავასუფთაოთ მსოფლიო“ და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ აღსანიშნავად, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერისტორიასთან ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც საქართველოში ორგანიზებული იყო პროექტისა და კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.
მსოფლიო კამპანიის აღნიშვნა საქართველოში 20 სექტემბერს, თბილისის ზღვის დასუფთავების აქციით დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მოიცავს 1000-მდე ადგილს, ქვეყნის მასშტაბით.
21 სექტემბერს, ჯვრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მსახიობმა ნინო ონიანმა და მოხალისეებმა.
აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია და შეაგროვეს 1 მ3 მოცულობის ნარჩენი. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მდე მოხალისემ.
დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ის ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში. რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში.
ნუ დაანაგვიანებთ, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ჯფუფი
არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT)
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“,
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამისწის მეგობრები - საქართველო“
უკან დაბრუნება
|
|
|