Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

შეხვედრა პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის მხარეში

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და თანამშრომლობით, 19 დეკემბერს 2018 წლის შედგა შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზატორების მხრიდან საუბარი იყო ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში და არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის ხუთწლიან სამოქმედო გეგმებზე და დაგეგმილი 2019 წლის თებერვლიდან ნარჩენის განცალკევებული (სეპარირებული) შეგროვების პრობლემებშე. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურებმა აღნიშნეს რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის უკანონოთ დაყრილი ნაგავზე კანონით გათვალისწინებული სანქციების გატარება. ითქვა, რომ რეგიონში მწვავედ დგას პრობლემა მდინარეების ნარჩენებით დაბინძურების და აგრეთვე სამშენებლო ნარჩენის განთავსების.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი იყო სასაკლაოებთნ დაკავშირებულ პრობლემებზე. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცა პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები ასევე, არალეგალური ნაგავსაყრელების GIS-რუქები (შიდა ქართლის რეგიონი).
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up