Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბოლნისში

11 დეკემბერს, ბოლნისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით დასუფთავდა საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში.
მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის 0,8 ჰა ფართობი, შეგროვდა 0,8 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 20-მა მოსწავლემ და 1-მა პედაგოგმა.
პროექტი - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ხორციელება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ. შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up