Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა პროექტის ფარგლებში

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა Ш“-ის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, ქ. თელავში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დახმარებით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების კომუნალური და დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებთან, ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა Ш“ განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის არსებული მდგომარეობაზე, სიღარიბის დაძლევის მრავალგანზომილებიან ანალიზზე, ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებული არალეგალურ/სტიქიურ ნაგავსაყრელებზე, მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმების აღსრულებაზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს, ამ დროისთვის არ გააჩნია შესაბამისი სამსახური/განყოფილება, რომელიც იმუშავებს მუნიციპალიტეტებში, როგორც ნარჩენების მართვის, ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш)“ შედეგების იმ კომპონენტის შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო 2010 წლიდან დღემდე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცა არალეგალური ნაგავსაყრელების GIS-რუქები (კახეთის რეგიონი).
შეხვედრამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა მსჯელობა ნარჩენების მართვის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გამოითქვა მზაობა შემდგომი აქტიური თანამშრომლობის პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა Ш) განმახორციელებელ ჯგუფთან.
რეგიონალური შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up