Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

ტრენინგები თელავის, ზესტაფონის, ბორჯომის, რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტებში

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, 2018 წლის ნოემბრის თვეში პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში, თელავის, ზესტაფონის, ბორჯომის, რუსთავისა და გორის მუნიციპალიტეტებში, საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საჯარო სკოლებში არსებული ვადაგასული ქიმიური ნარჩენების/რეაქტივების უტილიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობა“.
ტრენინგს ესწრებოდნენ ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ქიმიის პედაგოგები, ქიმიის ლაბორატორიის პერსონალი და სხვა დაინტერესებული პირები.
ტრენინგის მიზანი იყო ქიმიის პედაგოგებისა და ლაბორატორიული პერსონალის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, ვადაგასული და ხმარებიდან ამოღებული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უტილიზაციის ინსტრუმენტებსა და მეთოდებში. გარდა ამისა გაიმართა სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩვენება და მასალების წარდგენა.
დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურები: „ქიმიური რეაქტივები და ნარჩენები სკოლებში“ და „სკოლებში ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის ძირითადი მეთოდები“, სადაც აღწერილია სასკოლო ლაბორატორიაში არსებულ ქიმიურ რეაქტივებთან და ნარჩენებთან მუშაობის უსაფრთხოების წესები და ასევე მოცემულია ქიმიური რეაქტივების ნარჩენების მართვის სტრატეგია და მათი უტილიზაციის მეთოდები. გარდა ამისა, მათ გადაეცათ პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო-სადემონსტრაციო ვიდეორგოლების ჩანაწერები და ვიდეოპრეზენტაციები.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up