Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შემაჯამებელი შეხვედრები ქ. ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში ქ. ბათუმში, 2018 წლის 21-22 ივნისს ჩაატარა შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და მთავრობის აპარატში.
შეხვედრების მიზანი იყო: აჭარის რეგიონში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სახიფათო ნარჩენების, (კერძოდ, აჭარის ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული და უკონტროლოდ დატოვებული თხევადი ქლორის კონტეინერების და ბალონების, ასევე საჯარო სკოლების ქიმიის ლაბორატორიებში განთავსებული ვადაგასული ქიმიური რეაქტივების) ინვენტარიზაციის შედეგების/ სტატისტიკური მონაცემების და სპეციალურად რეგიონისთვის მომზადებული რუქის, სადაც ასახულია ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული ყველა მონაცემი, წარდგენა / გადაცემა, შემდგომი რეაგირების მიზნით.
დამსწრე საზოგადოებას ასევე გადაეცა პროექტის ფარგლებში მომზადებული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, რეაგირების საკომუნიკაციო სქემები და რეკომენდაციები.

პროექტი, „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up