Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მოსალეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე. განხილული იყო რეგიონში არსებული მდომარეობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარჩენების მართვის მუნიციპალურ გეგმაზე. ასევე მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე. ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. შეხვედრას დაესწრო 12 ადამიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალის მოსახლეობის მხრიდან ითქვა, რომ სოფელში არ არის საკმარისი რაოდენობა ურნების და პრობლემებია ნარჩენების გატანის მხრივაც. შესაბამისად არსებობს არლეგალური ნაგავსაყრელები. მოსახლეობამ გამოხატა წუხილი ტბა ხანჩალის დაბინძურებასთან დაკავშირებით, სადაც იყრება ნარჩენი და ითხოვენ მის დასუფთავებას.
საზოგადოებრივი შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up