Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა უშგულის მოსახლეობასთან

10 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში უშგულში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩაერთვნენ ტურისტებიც.
დასუფთავების აქციის ფარგლებში ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ დასუფთავდა ის ტერიტორიები, რომელიც წარმოადგენს ტურისტულ ზონას. სოფელ უშგულში არსებული მდინარე ენგურის როგორც საფეხმავლო გზა, ასევ საავტომობილო ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია წარმოადგენს მანქანებისათვის გასაჩერებელ ზონას, სადაც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 3 ჰა-მდე ტერიტორია და შეგროვდა 1 ტონა ნარჩენი. აქციაში ჩართული იყო 15 მოხალისე.
აქციის შემდეგ ორგანიზატორების მიერ შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებზე. ადგილობრივების მხრიდან საუბარი იყო იმ პრობლემებზე რაც ადგილობრივებს აწუხებთ ნარჩენებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტი, ხიდს გაღმა მდ. ენგურის ჭალაში არსებული კვების ობიექტიდან ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მდ. ენგურში მოხვედრა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს ისინი შეხვდნენ კვების ობიექტის ერთერთ მეპატრონეს, რომელიც შეპირდა მოსახლოებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. ასევე, კაფის მეპატრონემ გამოთქვა სურვილი კვების ობიექტთან დამატებითი ურნების განთავსების.
უშგულში დასუფთავების აქცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up