Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დელისკას მოსახლეობასთან

15 ივნისს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და პროექტის მენეჯერის ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დელისკას მოსახლეობასთან ნარჩენების მართვის საკითხებზე.
შეხვედრაზე განხილული იყო ნარჩენების მართვის საკითხები და სოფლად არსებული მდგომარეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კანონის მოთხოვნებთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტების ვალდებულებაზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. საუბარი იყო ნარჩენების მართვის ახალ ტექნოლოგიებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ და დარჩენილ არალეგალურ ნაგავსაყრელებზე, სეპარირების, რეციკლირებისა და კომპოსტირების მეთოდების დანერგვაზე.
მოსახლეობის მხრიდან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დიდ პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა, მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი საკანალიზაციო მილები ჩაყვანილი ყავს პატარა ხევებში, რის გამოც ბინძურდება სოფლად არსებული პატარა მდინარე. მათი მხრიდანვე აღინიშნა, რომ ისინი ადგილზე ეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 15-მა ადგილობრივმა.
საზოგადოებრივი შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up