Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა სენაკის მუნიციპალიტეტში

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადსხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა. მათ შორის, საქართველოს მწვანეთა მოძარობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სენაკის წმინდა ალექსი ბერის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა და სენაკის მუნიციპლაიტეტის მერის თანაშემწემ ედიშერ ბაღათურიამ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური უბნები, პატარა მდინარეები. აქციის მონაწილეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 0,25 ჰა ფართობის ტერიტორია, შედგროვდა 50 კგ მოცულობის ნარჩენი, მონაწილობდა 20 მოსწავლე.
5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1973 წლიდან. ამ დღის ფარგლებში ყოველწლიურად მსოფლიოს მასშატაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება. საქართველოშიც ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნება.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up