Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა.

2018 წლის 25 მაისს, სასტუმროს „რედისონ ბლუ ივერია“ ახალ საკონფერენციო დარბაზში „რესპუბლიკა“, შედგა პროექტის, „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“, ეროვნული შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს პროექტით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შესრულებული საქმიანობები და მიღწეული შედეგები, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას და მოსახლეობის, ბიზნეს სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ქ-მა მარტინა ქვიქმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში ქ-მა მოლი ლიენმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ბ-მა ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბ-მა ზაზა ხუციშვილმა და ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა ბ-მა გიორგი შუხოშვილმა. ასევე, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პროექტი, „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up