Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

საქართველოში კონკურსი სუფთა რეგიონი მესამედ გამოცხადდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში შედგა შეხვედრა, სადაც კონკურსი „სუფთა რეგიონი“ მესამედ გამოცხადდა.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა კახა ჯუჭავამ, რომელმაც ისაუბრა კონკურსის იდეისა და მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ქ-ნ მოლი ლიენი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი სოლომონ პავლიაშვილი, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ განმახორციელებელი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მსვლელობისას პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ მენეჯერმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარემ ქ-ნი ნინო ჩხობაძემ, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“-ს და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“-ს წარმომადგენლებმა, შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში დღემდე განხორციელებული აქტივობების შესახებ, ასევე ისაუბრეს დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე.
საქართველოში, კონკურსი „სუფთა რეგიონი“ ცხადდება პროექტის „დავსუფთაოთ საქართველო ფაზა III” ფარგლებში და მისი მიზანია ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდეს ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „ლამაზი ეზო“. 2018 წელს დაემატება კიდევ ორი ნომინაცია „სუფთა/ლამაზი ქუჩა“ და „ყველაზე ლამაზი აივანი“.
პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა. პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 330.
კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში პირველად 2015 და ამ წლის გამარჯვებულები იყვნენ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელი ჭითაწყარი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მეორედ აღნიშნული კონკურსი 2017 წელს ჩატარდა და გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებულები: „სუფთა რეგიონი“ - გურიის რეგიონი; „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - კასპის მუნიციპალიტეტი; „სუფთა ქალაქი“ - ქალაქი ზუგდიდი; „სუფთა სოფელი“ - სოფელი ორსანტია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი); „ლამაზი ეზო“ - პაატა გოგელიას ეზო (ქ. ზუგდიდი). 2017 წლის კონკურსის ფარგლებში სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე, ლამაზი ეზოს ნომინაციაში კახა დარასელია, მიხეილ ჭკადუა (ქ. ზუგდიდი) და ავთანდილ ტუხაშილი (სიღნაღის მუნიციპალიტეტი). სიგელები გადაეცა ზუგდიდის აიიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრს“ განსაკუთრებული აქტიურობისთვის, კახეთის გუბერნიასა და შპს" თბილსერვისჯგუფის“ პროექტის მხარდაჭერისთვის.
ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით და დაეგზავნება ყველა რეგიონს. კონკურსში მონაწილე რეგიონებს, კერძო პირებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და მითითებულ ფეისბუკ მისამართზე: https://www.facebook.com/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-Clean-Up-Georgia-178239728902796/
გადმოაგზავნონ მათი რეგიონის, ქალაქის, სოფლის, ეზოსა თუ საცხოვრებელი ადგილების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური კომისია (სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები), რომლებიც ოქტომბრის ბოლოს გამოავლენენ გამარჯვებულ ნომინანტებს.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up