Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში

22 აპრილს, „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ადგილობრივი მთავრობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინდატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციის ფარგლებში გურჯაანში დასუფთავდა დიდების მემორიალი და სოფლებში არსებული დაბინძურებული ტერიტორიები. აქციაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგელებმა. სულ 140-მდე ადგილობრივმა, რომლებმაც დაასუფთავეს 7 ჰა ფართობის ტერიტორია, აქციის ფარგლებში შეგროვდა 12 მ3 მოცულობის ნარჩენი.
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up