Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III”, ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო მაჩხაანი და არბოშიკა შედგა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებზე და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულეების შესრულებაზე. საუბარი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.
შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა რეგიონში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები (შეგროვება, გატანა და განთავსება. მაინც პრობლემად რჩება ურნების ნაკლებობა. გამოითქვა სურვილი, დასუფთავების აქციების ჩატარების სოფლად დარჩენილი სტიქიური ნაგავსაყრელების სრულ დასასუფთავებლად. ასევე ითქვა, რომ მიესალმებიან საჯარიმო სანქციების აღსრულების მექნიზმის სრულყოფას ნარჩენების უსისტემოდ დაყრასთან დაკავშირებით. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 40-მა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა (სოფელი არბოშიკი-10 ადგილობრივი, სოფელი ზემო მაჩხაანი 30 ადგილობრივი).
საზოგადოებასთან შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up