Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში

21 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტში, კერძოდ მათ თემში არსებულ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მათ სოფელში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, არ ხდება ნარჩენების გატანა, რის გამოც, უწევთ ნარჩენების დაწვა, დამარხვა ან მდინარეში ჩაყრა. ადგილობრივები ითხოვს დახმარებას რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის მხრიდან. შეხვედრას ესწრებოდა ფახულანის თემის 16 ადგილობრივი წარმომადგენელი და ის ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

საზოგადოებასთან შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up