Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ნარჩენების მართვის საკითხებზე

პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები ნარჩენების მართვის საკითხებზე. მორიგი შეხვედრა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შედგა 19 თებერვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟვას მოსახლეობასთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ და მონაწილეებს საშუალება ქონდა გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით, საქართველოში არსებულ მდგომარეობას. საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რაც ამ მიმართულებით არსებობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ მუჟავას თემში მუნიციპალიტეტის მიერ არ ხდება ნარჩენების გატანა და მოსახლეობას უხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვა ან დამარხვა, ასევე ნარჩენების ხევებსა და მდინარეებში ჩაყრა. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარელბად. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

საზოგადოებრივი შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up