Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია თერჯოლაში

10 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობერები საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მონაწილეობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბ-ნ ბონდო სოფრომაძის ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადგილობრივმა, რომელებმაც დასუფთავეს თერჯოლა - ქუთაისის საავტომობილო გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის ორივე ზოლი. თერჯოლა - ტყიბულის საავტომობილო გზის 18 კილომეტრიანი უბნის, ასევე თერჯოლა - ჭიათურის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთების ორივე მხარე, თერჯოლაში შესასვლელი ავტობანის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი ორივე მიმართულებით.
დასუფთავების აქცია დაიწყო დილით და მთელ დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა შეგროვეს 16 ტონა ნარჩენი, რომელიც მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მიერ გადაზიდული იქნა ნარჩენების პოლიგონზე.
დასუფთავების აქციები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up