Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის მოსახლეობასთან

13 თებერვალს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუმიში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობა გაცნობოდა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს, ასევე ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს ნარჩენების მართვის საკითხები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და საუბარი იყო ევროპული ქვეყნების მაგალითებზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი.

საზოგადოებრივი შეხვედრები ტარდება პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up