Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

დასუფთავების აქცია ბოლნისში

23 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და სოფელ რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში მოსწავლეების მიერ დასუფთავდა დაახლოებით 0,8 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო მოსწავლემ.

დასუფთავების აქცია ბოლნისში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up