Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში

2018 წლის 25 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ , პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III" ფარგლებში ჩაატარა მორიგი რეგიონალური შეხვედრა ქ. გორში (შიდა ქართლის რეგიონი). რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას, საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ შიდა ქართლის რეგიონში არსებული მდგომარეობა, სტატისტიკური მონაცემები, სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ, ქლორი/ქიმიკატები) გამოწვეული საფრთხეები და პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები.
ასევე, განიხილულ იქნა ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა.
გარდა ამისა, განხილულ იქნა შესაბამისი ინსტრუქციები შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ყველა საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე, სკოლის ლაბორატორიებში არსებული აღურიცხავი ვადაგასული/უვარგისი და ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატების და მათგან გამოწვეული საფრთხეები.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რეგიონის
გუბერნატორის ადმინისტრაციისუფროსი, სამხარეო
ადმინისტრაციის, გარემოს დაცვითი
ზედამხედველობის, გორის კეთილმოწყობის და
სახანძრო - სამაშველო სამსახურის
წარმომადგენლები.

გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა პროექტთან თანამშრომლობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, რეაგირების საკომუნიკაციო სქემები და რეკომენდაციები.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up