Geo Eng  
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Clean Up Georgia

„სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო” ნაწილი II

ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება დანარჩენების მართვა“ გამოსცა „სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელო“ ნაწილი II. სახელმძღვანელო მომზადებულია პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელშიც ასახულია საქართველოში უკონტროლოდ მიტოვებული ქლორის რეზერვუარებით გამოწვეული რისკი და მათი შემდგომი უსაფრთხო განთავსების გზები.

აღნიშნული პუბლიკაცია მიზნად ისახავს როგორც სპეციალისტების, ასევე ფართო საზოგდოებისთვისთვის მისაწვდომი ფორმით გაავრცელოს აუცილებელი ინფორმაცია ქლორის უკონტროლოდ მიტოვებული კონტეინერებით და ბალონებით განპირობებული უბედური შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზების შესახებ. დაწვრილებით არის მოცემული განვითარებული (აშშ, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი) და პოსტსაბჭოური (საქართველო, რუსეთის ფედერაცია) ქვეყნების გამოცდილება ქლორით გამოწვეული საფრთხეების ლიკვიდაციის სფეროში. დასაბუთებულია საქართველოში თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ორიენტირებული მწყობრი სისტემის შექმნის აუცილებლობა.
პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო - ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.





უკან დაბრუნება




 
 







 



Client Account

Sign-In
Sing Up