დასუფთავების აქცია ბოლნისში დასუფთავების აქცია ბოლნისში
15 დეკემბერს, მწვანეთა მოძრაობის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
აქციის დროს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარედ სულხან–საბა ორბელიანის ქუჩა. დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 1,5 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 20 მოსწავლემ და 1 პედაგოგმა.
დასუფთავების აქცია ბოლნისში ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება
|
|
|